მოპოვებული მედლების მიხედვით,  საქართველოს მამაკაც ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოში პირველ ადგილზეა

2022 წელი ქართული ძიუდოსთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. მამაკაცთა ნაკრებმა პირველხარისხოვან ტურნირებზე (Masters, Grand Prix, Grand Slam), ხარისხობრივ-რაოდენობრივი მაჩვენებლის მიხედვით, საუკეთესო შედეგი აჩვენა და მსოფლიოს მასშტაბით პირველ ადგილზე არის. საქართველომ შეძლო და ძიუდოს სამშობლოს იაპონიას გადაასწრო. ჩვენმა სპორტსმენებმა წელს 15 ოქროს, 11 ვერცხლის და 14 ბრინჯაო მოიპოვება შეძლეს.

წელს მოპოვებული მედლების მიხედვით, საუკეთესო ტატო გრიგალაშვილი იყო, რომელმაც 3 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვა. ტატომ სამიდან ერთი ოქროს მედალი მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვა და ამ გამარჯვებით დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მეექვსე ძიუდოისტი გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა.

ტატოს შემდეგ ბექა ღვინიაშვილია, რომელმაც 3 ოქროსთან ერთად 1 ბრინაჯოც მოიპოვა. 2 ოქროთი, 1 ვერცხლითა და 1 ბრინჯაოთი საუკეთესო სამეულს ლაშა შავდათუაშვილი ხურავს.

ძიუდოს საშეჯიბრო 2022 წელი, იერუსალიმის მასტერსმა დახურა, სადაც საქართველოს ნაკრებმა 3 მედალი მოიპოვა: 2 ოქრო და 1 ბრინჯაო. აღნიშნულ ტურნირზე, ტატო გრიგალაშვილის გარდა, ჩემპიონობა -100 კგ. წონით კატეგორიაში ილია სულამანიძემაც იზეიმა. IJF-მა 2022 წლის ბოლო რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც წარმატებული სვლის შემდეგ, -100 კგ წონითი კატეგორიის სათავეში სწორედ ილიაა.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ილია სულამანიძესთან ერთად, 2022 წელი, წონის ლიდერებად: ლაშა შავდათუაშვილმა (-73 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (-81 კგ) დაასრულეს.

მოპოვებული მედლების მიხედვით, საქართველოს მამაკაც ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოში პირველ ადგილზეა

სტატიის ავტორი
-