ზვიად ლაზიშვილი LFA-ს ჩემპიონი გახდა

ქართველმა მებრძოლმა რიკი სტილის წინააღმდეგ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. პირველივე რაუნდში “ზიკომ” მისი მეტოქე მოახრჩო და ჩემპიონის ქამარსაც დაეუფლა. იყო მომენტები, როცა მეტოქე სახიფათოდ უტევდა ზვიადს, თუმცა, ქართველმა ბრძოლა მაინც დამაჯერებლად მოიგო.

ზვიად ლაზიშვილი LFA-ს ჩემპიონი გახდა 1

ლაზიშვილმა ჩხუბის შემდგომ ინტერვიუში გაამხილა, რომ ბრძოლის წინა მომზადების დროს სამი ტრავმა მიიღო, მაგრამ მან შეძლო და ამ ტკივილს გაუძლო. ის იმედოვნებს, რომ UFC თვალს ადევნებს მის შრომას და ქართველს კიდევ ერთხელ მიეცემა შანსი ყველაზე პრესტიჟულ პრომოუშენში.

შეგახსენებთ, რომ “ზიკოს” UFC-ში ერთი ბრძოლა აქვს ჩატარებული, რომელშიც დამარცხდა. მისი მეტოქე 28 წლის მარტინესი იყო, რომლის მეტოქეც ბრძოლას ჩაეხსნა და მისი ჩანაცვლება ქართველი მებრძოლით მოხერხდა. როგორც ლაზიშვილი ამბობს ამ დროს ტრავმა ახალი მოშუშებული ჰქონდა, გარდა ამისა, ბრძოლამდე ცოტა დრო იყო დარჩენილი და დიდი წონის მოკლე დროში დაკლება მოუწია. რომ არა ეს ფაქტორები დიდი ალბათობით “ზიკო” ამ ბრძოლას გამარჯვებით დაასრულებდა.

ზვიად ლაზიშვილი LFA-ს ჩემპიონი გახდა

სტატიის ავტორი
-