ქართველი ძიუდოისტი, გიორგი სარდალაშვალი მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებულ ბრინჯაოს მედალს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
,,უდიდესი გამარჯვება ჩემს კარიერაში! ბედნიერი ვარ იმით რაც შევძელი და მადლიერი ღმერთის, რომ მომცა ნიჭი ჩემი საქმით ჩემს ძვირფას ადამიანებს დიდი სიხარული მივანიჭო. მიყვარხართ!” – წერს სარდალაშვილი სოციალურ ქსელში.
გიორგი სარდალაშვილმა, დოჰაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, -60 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 19 წლის ძიუდოისტმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ბელგიელი მეტოქე, იორე ვერსტრაეტენი დაამარცხა.