მსოფლიო ჩემპიონატი წყალბურთში იწყება | იხილეთ საქართველოს შემადგენლობა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ბუდაპეშტში იმყოფება, სადაც, 21 ივნისს, მსოფლიო ჩემპიონატი აიღებს სტარტს.

ქართველი წყალბურთელები პირველ შეხვედრას ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ. მათ გარდა, ჩვენს ჯგუფში ორი უძლიერესი მეტოქე, უნგრეთისა და მონტენეგროს ნაკრებები იასპარეზებენ.  შესაბამისად, ხვალინდელი დაპირისპირება საქართველოსთვის ორმაგ მნიშვნელობას ატარებს.

“დინამო თბილისის” დირექტორის, მიხეილ ბაღათურიას შეფასებით, მთავარი მატჩი სწორედ ბრაზილიის წინააღმდეგ შედგება, თუმცა საქართველოს ნაკრებს შესწევს იმის ძალა, რომ მონტენეგროც დაამარცხოს. . აღსანიშნავია, რომ მონტენეგროს ნაკრების ორმა წამყვანმა მოთამაშემ დრაშკო ბრგულიანმა და ალექსანდარ ივოვიჩმა სანაკრებო კარიერა დაასრულეს. იმ შემთხვევაში თუ ბრაზილიის ნაკრებს დავამარცხებთ, დიდია იმის ალბათობა, რომ პლეი-ოფში ვითამაშოთ. ამ სტადიაზე ჩვენი სავარაუდო მეტოქეები იაპონია, საბერძნეთი, ხორვატია და გერმანია იქნებიან.

“გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, დეიან სტანოიევიჩმა, ტურნირის წინ დიდი სამუშაოები გასწია. ასეთ ფიზიკურ კონდიციაში ჩვენი ნაკრები არასდროს ყოფილა, მათ ოთხივე პერიოდის სრული დატვირთვით ჩატარება შეუძლიათ. ჩემი აზრით, მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგაც, ევროპის ჩემპიონატზე გუნდი შესანიშნავ ფორმაში იქნება”, – აღნიშნა მიხეილ ბაღათურიამ.

მსოფლიო ჩემპიონატი წყალბურთში იწყება | იხილეთ საქართველოს შემადგენლობა

სტატიის ავტორი
-