8 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო – საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბრწყინვალედ იასპარეზა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა, რუმინეთში გამართულ “დუმიტრუ პირვულესკუს და ვასილე იორგას” სახელობის საერთაშორისო ტურნირზე ბრწყინვალედ იასპარეზა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 8 ოქროს, 1 ვერცხისა და 2 ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

პირველობა არავის დაუთმეს და ოქროს მედალს ანრი ხოზრევანიძე (60 კგ), რატი ხოზრევანიძე (63 კგ), ნიკა ბროლაძე (67 კგ), ანრი ფუტკარაძე (72 კგ), დათა ჩხაიძე (82 კგ), აჩიკო ბოლქვაძე (87 კგ), გორ აივაზიანი (97 კგ) და რატი ტალიკიშვილი (130 კგ) დაეუფლნენ. ვერცხლისმედალოსანი თორნიკე მიქელაძე (77 კგ) გახდა, ხოლო ბრინჯაო გიორგი უერთაშვილმა (72 კგ) და ლუკა გაბისონიამ (130 კგ) მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა.

8 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო – საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბრწყინვალედ იასპარეზა

სტატიის ავტორი
-