ლერი აბულაძემ სარეიტინგო შეჯიბრზე ოქროს მედალი მოიპოვა | VIDEO

ბიშკეკში მიმდინარე სარეიტინგო ტურნირზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.

ოქროს მედალი – 24 წლის ქართველმა ლერი აბულაძემ (63 კგ) მოიგო, რომელმაც ფინალში უზბეკი მეტოქე დაამარცხა.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ასევე ოქროს მედლისთვის იბრძოლებს გურამ ხეცურიანი (87 კგ).

ლერი აბულაძემ სარეიტინგო შეჯიბრზე ოქროს მედალი მოიპოვა | VIDEO

სტატიის ავტორი
-