დრამატული მატჩი | ბასილაშვილი ყოფილ პირველ ნომერთან დამარცხდა

საქართველოს პირველი და მსოფლიო რეიტინგის 23-ე ნომერი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, 2022 წელს რიგით მეორე ტურნირზე – სიდნეის 250-ქულიან ტურნირზე ასპარეზობს.

ქართველი ჩოგბურთელი ტურნირზე მეორე ნომრად არის განთესილი, რის გამოც გათამაშებაში მეორე რაუნდიდან ჩაერთო.

ბასილაშვილის მეტოქე მსოფლიო რეიტინგის ყოფილი ლიდერი, ბრიტანელი ენდი მარი გახლდათ, რომელიც ამჟამად 135-ე ნომერია.

ქართულ-ბრიტანული დაპირისპირება დაძაბული მიმდინარეობით და გარდამავალი უპირატესობით წარიმართა.

შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია – 7:6; 6:7; 3:6 – მარის სასარგებლოდ. 

მომდევნო ეტაპზე ენდი მარის მეტოქე მსოფლიო რეიტინგის 45-ე ნომერი, ბელგიელი დავიდ გოფინი იქნება, რომელიც თავის დროზე TOP 10-ში სტაბილურად მყოფი ჩოგბურთელი იყო.

დრამატული მატჩი | ბასილაშვილი ყოფილ პირველ ნომერთან დამარცხდა

სტატიის ავტორი
-