2023 წლის ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატს, სომხეთის დედაქალაქი – ერევანი უმასპინძლებს. შეჯიბრი 15-23 აპრილის ჩათვლით გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრების სახელით 15 სპორტსმენი (12 ვაჟი და 3 ქალი) იასპარეზებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
ვაჟები |
55 კგ – რამინ შამილიშვილი
61 კგ – შოთა მიშველაძე, გოდერძი ბერდელიძე
67 კგ – გოგა ჩხეიძე, გურამ გიორბელიძე
73 კგ – კახი ასანიძე
96 კგ – ირაკლი გობეჯიშვილი
102 კგ – ირაკლი ჩხეიძე
109 კგ – გიორგი ჩხეიძე, ზაზა ლომთაძე
+109 კგ – ლაშა ტალახაძე, ბაქარ თურმანიძე
ქალები |
49 კგ – მარიამ მაისურაძე
81 კგ – ნათია გადელია
+87 კგ – ანასტასია გოტფრიდი.