“გაიცანით ვარსკვლავი მეტსახელით – კვარადონა” – ევროპული მედიის ანალიტიკური სტატია კვარაცხელიაზე

საქართველოს ნაკრებისა და იტალიური “ნაპოლის” ლიდერს, ხვიჩა კვარაცხელიას ერთ-ერთი წამყვანი ევროპული გამოცემა onefootball.com-ი ვრცელ ანალიტიკურ სტატიას უძღვნის – სადაც მის ძლიერ და სუსტ მხარეებს განიხილავს და 21 წლის ამომავალ ვარსკვლავს მის პოზიციაზე მოთამაშე ევროპის საუკეთესო ფეხბურთელებს ადარებს.


“ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის სერია A-ში კაშკაში პირველივე ტურიდან დაიწყო, ხოლო მსოფლიო სცენაზე ის “ლივერპულთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველივე ტურიდან ავიდა, როცა ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი სამოყვარულო ფეხბურთის დონის მატჩში გაგზავნა.

ხვიჩა იმდენად შთამბეჭდავია, რომ ნეაპოლში მას ზედმეტსახელი “კვარადონა” შეარქვეს. ეს მეტსახელი მისთვის საკმაოდ მაღალი სტატუსია, თანაც იმ ქალაქში, სადაც დიეგო მარადონა მეფობს და რომლის სტადიონსაც დიეგო არმანდო მარადონას სახელი ეწოდება.

თუმცა დიდი ხნით ადრე, ვიდრე კვარა – როგორც მას ბევრი ეძახის – მთელ ევროპას ააფეთქებდა, ის მხოლოდ თბილისიდან, საქართველოდან ჩამოსული ბავშვი იყო. მან კარიერა თბილისში დაიწყო, “დინამოს” აკადემიის შემდეგ, მთავარ გუნდში ხუთი მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა, ამის მერე კი საფეხბურთო კლუბ “რუსთავს” შეუერთდა. კვარამ საფეხბურთო კლუბ “რუსთავის” მთავარი გუნდის შემადგენლობაში 18 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა.

შემდეგ მოსკოვის “ლოკომოტივმა” იყიდა კვარა და მან 10 თამაშში ერთი გოლი გაიტანა. მოგვიანებით, მისი კონტრაქტი “ლოკომოტივთან” გაუქმდა და ამან ყაზანის “რუბინს” მისი უფასოდ დამატების შესაძლებლობა მისცა. ის დარჩა ყაზანში და სამი წლის განმავლობაში, კლუბში 73 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი და 18 საგოლე პასი მოაგროვა.

შემდეგ ეტაპი უკვე სამშობლოში დაბრუნება და “დინამო ბათუმში” თამაში იყო, ეს ის ადგილი აღმოჩნდა, რომელიც ბოლო გაჩერება იყო ნეაპოლამდე. იქ მან მხოლოდ თერთმეტ მატჩში რვაჯერ გაიტანა და ორი საგოლე პასი გააკეთა.

კვარა გახდა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ცხელი პროდუქტი. ბათუმში მისი სათამაშო ფორმის წყალობით, “ნაპოლიმ” სწრაფად დაიწყო მისი კონტრაქტის დეტალების დახურვა და 10 მილიონ ევროდ, მხოლოდ 4 თვის შემდეგ, რაც მან დატოვა ყაზანი და შეუერთდა ბათუმს, კონტრაქტს ხელი ოფიციალურად მოეწერა.

კვარამ შემოიტანა ცვლილება “ნაპოლიში”, თანაც იმის ფონზე, რომ ლორენცო ინსინიე და დრის მერტენსი კლუბში ახალი მოსულები იყვნენ. ის გახდა ლუჩიანო სპალეტის დინამიური “ნაპოლის” სახე. სერია A-ში ამ სეზონში ჯერჯერობით, ხვიჩამ თავი ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ დაიმკვიდრა, შვიდ თამაშში ოთხი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი გააკეთა.

“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ კვარაზე კომენტარი “მონცას” წინააღმდეგ თამაშის შემდეგ გააკეთა და თქვა: “ის არის უმაღლესი ხარისხის მოთამაშე, ძლიერი პროფესიონალი და კარგი ბიჭი”.

EUROSPORT - ვინ არის ხვიჩა "კვარადონა" კვარაცხელია? 1

ხვიჩას დანარჩენ ევროპაში გაცნობა კი უკვე ჩემპიონთა ლიგაზე, “ლივერპულთან” შეხვედრაში მოხდა, სადაც მან შესანიშნავი საგოლე პასი გააკეთა და 7-დან 4 დრიბლინგი წარმატებით დაასრულა. ის მუდმივი საფრთხე იყო “ლივერპულისთვის” მარცხენა ფლანგზე და დიდი ანგარიშით – 4:1 გამარჯვებაში გადამწყვეტი ფიგურა აღმოჩნდა.

კვარაცხელია “ნაპოლის” ლორენცო ინსინიესგან სრულიად განსხვავებულ ვერსიას სთავაზობს. რომელიც ღრმად ცდილობს პრესინგის თამაშს და ეძებს ბურთის შენარჩუნების გზებს. მიუხედავად მჭიდრო დაცვისა, ის ყოველთვის დრიბლინგის განხორციელებას ცდილობს. ქართველი ორივე ფეხით კარგად თამაშობს, რაც მას შესაძლებლობას აძლევს, რომ ორივე ფლანგიდან სახიფათო იყოს, რაც მას დაცვაში არაპროგნოზირებადს ხდის.

მისმა მოსვლამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმაში, რომ სპალეტის მიეცა საშუალება “ნაპოლის” ისე ეთამაშა, როგორც მას სურდა. შედეგად, მათ სეზონი ისე ძლიერად დაიწყეს, რომ ამჟამად ლიდერები არიან და აქვთ უმაღლესი გოლების სხვაობა ლიგაში.

საქართველოში კვარაცხელიას კერპია და მისი თაყვანისმცემლების სია მუდმივად იზრდება. ეროვნულ ნაკრებთან ერთად მან 10 გოლის გატანა მხოლოდ 19 შეხვედრაში შეძლო და ასევე მის აქტივში 6 საგოლე პასია. იგი ნაკრებს 11-მატჩიანი წაუგებელი სერიის შექმნაში, უეფას ერთა ლიგის B დივიზიონში დაწინაურებასა და ისეთი ბუმბერაზი ნაკრების დამარცხებაში დაეხმარა, როგორიც შვედეთია.

შედარება ევროპის საუკეთესო მარცხენა გარემარბებთან

იმისათვის, რომ დავინახოთ, როგორ კონკურენციაშია კვარაცხელია ევროპის საუკეთესო მარცხენა გარემარბებთან, ჩვენ გამოვიყენეთ SmarterScout-ის მონაცემები იმ ფეხბურთელების შესახებ, რომლებმაც ამ სეზონში სულ მცირე ერთი გოლის გატანა მოახერხეს. აქ მოთამაშეები 6 კომპონენტის მიხედვით არიან გრაფიკულ გამოსახულებაზე წარმოდგენილნი, ესენია: თავდასხმითი პროდუქტიულობა, დაცვითი პროდუქტიულობა, ორთაბრძოლები, დარტყმა, დრიბლინგი და კომბინაციურ ეპიზოდებში ჩართულობა.

შედეგები ასეთია:

No description available.

პირველ რიგში, ჩვენ ვხედავთ, რომ შემტევი შედეგის კუთხით ის არ გვთავაზობს იმ რაოდენობით პროდუქტიულ მოქმედებებს, როგორც მისი კონკურენტები, თუმცა ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს იმით, რომ “ნაპოლი” არ უტევს ისე, როგორც “ლივერპული”, მადრიდის “რეალი” და მიუნხენის “ბაიერნი”. ჩვენ ვხედავთ, რომ დაცვაში ის საკმარისად ეფექტური არ არის და ამის მაგალითია ის, რომ მისი დაცვის კოეფიციენტი საკმაოდ დაბალია, ცხადია, ეს ის სეგმენტია, რაზეც კვარამ უნდა იმუშაოს. ისევე როგორც ორთაბრძოლებში: ჰაერში კვარა კარგია, მაგრამ მიწაზე როგორც ბურთით, ისე მის გარეშე ხშირად მარცხდება.

ის, რაშიც კვარა რეალურად ლიდერობს, მისი თამაშის დარტყმებისა და დრიბლინგის ასპექტებია. ამ სეზონში ის საშუალოდ ყოველ 90 წუთში 0.6 გოლს ქმნის. მატჩში კი საშუალოდ 2.7-ჯერ ურტყამს, რაც ნიშნავს იმას, რომ  მას გოლი ყოველ 4.5 დარტყმაში ერთხელ გააქვს. ყოველ 90 წუთში კვარა საშუალოდ 1.4 წარმატებულ დრიბლინგს აკეთებს.

რაც შეეხება კომბინაციურ ფეხბურთს და შეტევის აგებაში მონაწილეობას, აქ მისი სტატისტიკა საკმაოდ დაბალია, რადგანაც ყოველი 90 წუთის განმავლობაში ის მხოლოდ საშუალოდ 12.6 პასს აკეთებს მეტოქის ნახევარზე, ხოლო მთლიან მოედანზე – 17.9-ს. თუმცა კვარა არ არის იმ ტიპის მოთამაშე, რომელიც ღრმად უნდა ჩაერთოს კომბინაციურ ფეხბურთში, მისი მთავარი ძლიერი მხარე მცველების დამარცხებაა.

კვარაცხელიას ჯერ კიდევ ბევრი თვისების დახვეწა შეუძლია, თუმცა ის არის უზომოდ ნიჭიერი ფეხბურთელი და მისი ზოგიერთი ნაკლის შევსება ლუჩიანო სპალეტის ტაქტიკას იდეალურად შეუძლია”, – წერს onefootball.com-ი სტატიაში, რომლის სათაურიც ასეთია – “გაიცანით ხვიჩა კვარაცხელია – ნაპოლის ვარსკვლავი, რომელსაც “კვარადონას” უწოდებენ”.

2022 წელს ხვიჩა კვარაცხელიას აქტივში საკლუბო და სანაკრებო შეხვედრებში 18 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა, რასაც ამხანაგურ მატჩებში გატანილი 4 გოლი და 1 საგოლე პასი ემატება.

იტალიის სერია A-ს მერვე ტურში გასამართი მატჩი, “ნაპოლის” 1 ოქტომბერს, საშინაო კედლებში ელოდება. შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

“გაიცანით ვარსკვლავი მეტსახელით – კვარადონა” – ევროპული მედიის ანალიტიკური სტატია კვარაცხელიაზე

სტატიის ავტორი
-