ბექა შვანგირაძე Pro D2-ის წლის აღმოჩენებს შორის დასახელდა

გავლენიანმა ფრანგულმა სარაგბო გამოცემამ Pro D2-ის წლის აღმოჩენების გუნდი შეადგინა, რომელშიც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და “ორიაკის” მესამეხაზელი ბექა შვანგირაძე მოხვდა.

Midi Olympique-მ საფრანგეთის ელიტური სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონის საუკეთესო ახალგაზრდა მორაგბეები გამოარჩია და 20 წლის შვანგირაძეს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო.

ბექა შვანგირაძე – “ორიაკი” – 20 წლის

“ქართველი მესამეხაზელი “ორიაკში” თავს შესანიშნავად გრძნობს. ექვსი თვის წინ “ორიაკის” ესპუარებმა ტიტული დამაჯერებლად მოიპოვეს და იმ გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე, მისი 8-ნომერი ბექა შვანგირაძე გახლდათ. ძლევამოსილი, მოქნილი ხელით თამაშში და მოედანზე ჭკვიანი – შვანგირაძე ამტკიცებს, რომ Pro D2-ის დონე აქვს.

“ორიაკის” სამწვრთნელო შტაბი და პერსონალი შვანგირაძეს აქტიურად აკვირდებოდნენ. 20 წლის ქართველმა შეძლო და მისვლიდან რამდენიმე კვირაში, ძირითადი გუნდის შეუცვლელი წევრი გახდა. ვარჯიშის დაწყების შემდეგ, შვანგირაძემ მხოლოდ 2 თამაში გამოტოვა. ასევე არ დაგვავიწყდეს მის მიერ გატანილი 3 შესანიშნავი ლელოც – შვანგირაძეს წინ ბრწყინვალე წლები ელის”.

Midi Olympique Pro D2-ის წლის აღმოჩენები:

  • აუგუსტ კადო – “ბიარიცი” – 21 წლის
  • რაფაელ კოსტა სტორტი – “ბეზიე” – 22 წლის
  • პიერ-სამუელ პოჩეკო – “კოლომიე” – 22 წლის
  • ბექა შვანგირაძე – “ორიაკი” – 20 წლის

ბექა შვანგირაძე Pro D2-ის წლის აღმოჩენებს შორის დასახელდა 1

შეგახსენებთ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში შვანგირაძის დებიუტი 2022 წლის ზაფხულის ტესტ-მატჩში, პორტუგალიის წინააღმდეგ შედგა.

ბექა შვანგირაძე Pro D2-ის წლის აღმოჩენებს შორის დასახელდა

სტატიის ავტორი
-