“მოთამაშე რომლის დაკარგავასაც მისი გუნდი ვერ გაუძლებს” – Planet Rugby ნინიაშვილზე

რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე თითოეულ გუნდს 33 კაციანი შემადგენლობა ეყოლება, თუმცა, არიან მოთამაშეები, რომლებსაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებათ. იმისათვის, რომ ნაკრებებმა დასახულ მიზნებს მიაღწიონ, გარკვეულმა მორაგბეებმა ფორმა უნდა შეინარჩუნონ. Planet Rugby-ის მიხედვით, სწორედ ასეთი ფიგურაა დავით ნინიაშვილიც.

“საქართველოს ხაზს ფიჯისთან სერიოზული გამოცდა ელის. “ბორჯღალოსნები” საკუთარი შერკინებით ცნობილნი არიან, თუმცა, კითხვები არსებობს უკანა ხაზზე. რა თქმა უნდა ისინი ამ კომპონენტშიც იხვეწებიან. ამის მშვენიერი მაგალითია დავით ნინიაშვილი, რომელიც ქართველთა ზურგს უფრო აძლიერებს. ის ამჟამად ტრავმირებულია, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატისათვის მზად იქნება და მსოფლიო რაგბის ყურადღებას კიდევ ერთხელ მიიპყრობს. სულ რაღაც 20 წლის მორაგბეს ისევე კარგად შეუძლია 15 ნომრის პოზიციაზე თამაში, როგორც ფრთაზე.” – წერს Planet Rugby

შეგახსენებთ, 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასზე, უელსის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები C-ჯგუფში ფიჯისავსტრალიისსაქართველოსა და პორტუგალიის წინააღმდეგ იასპარეზებს. “დრაკონებისა” და “ბორჯღალოსნების” დაპირისპირება 7 ოქტომბერს გაიმართება.

“მოთამაშე რომლის დაკარგავასაც მისი გუნდი ვერ გაუძლებს” – Planet Rugby ნინიაშვილზე

სტატიის ავტორი
-