ყაულაშვილი და გორგაძე TOP 14-ის ტურის სიმბოლურში მოხვდნენ

ქართველი მორაგბეები საფრანგეთში კიდევ ერთხელ გამოარჩიეს. ლექსო ყაულაშვილი და ბექა გორგაძე TOP 14-ის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდნენ.

მე-13 ტურში ყაულაშვილის “ბორდო” “ლა როშელს” დაუპირისპირდა და მეტოქე 8:12 დაამარცხა. ქართველი მორკინალი მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო და კარგი მატჩიც ჩაატარა.

რაც შეეხება გორგაძეს, ყაულაშვილისგან განსხვავებით, ბექას ბოლო მატჩი საკმაოდ უხვქულიანი აღმოჩნდა. “პომ” “ბაიონთან” ფრე 22:22 ითამაშა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველომა 8 ნომერმა ლელო ვერ მიითვალა მოედანზე გამორჩეული იყო და ტურის სიმბოლურში ადგილი სამართილიანად დაიმსახურა.

“ბორდო” შემდეგ შეხვედრას 30 დეკემბერს 23:55 საათზე გამართავს და “მონპელიეს” დაუპირისპირდება. “პოს” კი, შემდეგი შეხვედრა 31 დეკემბერს 20:00 საათზე “სტად ფრანსეს წინააღმდეგ ელის.

ამჟამად, “ბორდო” და “პო” საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში, შესაბამისად, მე-8 და მე-10 ადგილს იკავებენ.

ყაულაშვილი და გორგაძე TOP 14-ის ტურის სიმბოლურში მოხვდნენ

სტატიის ავტორი
-