აიას კაპიტანი, გიორგი გერგედავა კარიერას კლერმონში გააგრძელებს

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებისა და ,,აიას” კაპიტანი, გიორგი გერგედავა ფრანგულ ,,კლერმონში” ითამაშებს.

ქართველი მორაგბე სადებიუტო სეზონს ესპუარებში გაატარებს.

გიორგი გერგედავა უმცროს ,,ბორჯღალოსნებთან” ერთად წელს ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

ქუთაისის ,,აიადან” ,,კლერმონში” გასული წლის ნოემბერში კიდევ ერთი მორაგბე, გიგა თუთისანი წავიდა.

Top 14-ის მიმდინარე სეზონში ,,კლერმონი” 27 ქულით სატურნირო ცხრილის მე-11 პოზიციაზეა.

აიას კაპიტანი, გიორგი გერგედავა კარიერას კლერმონში გააგრძელებს

სტატიის ავტორი
-