მამუკა გორგოძე: ,,ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდური წარმატება 2015 წელს ტონგასთან მოგება იყო”

საქართველოს ეროვნული ნაკრების ლეგენდარულმა მორაგბემ, მამუკა გორგოძემ, World Rugby-სთან ინტერვიუში მსოფლიო ჩემპიონატის გამოცდილება გაიხსენა და გამორჩეული მომენტები დაასახელა:

,,მსოფლიო ჩემპიონატზე თითოეული თამაში დაუვიწყარი იყო. ოთხ მსოფლიოზე ვითამაშე, მაგრამ, ასე რომ გამოვარჩიოთ, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდური წარმატება 2015 წლის ჩემპიონატი და ტონგასთან გამარჯვება იყო.

ჩემს პირად ინტერესებს გუნდზე წინ არასდროს არ ვაყენებდი, მაგრამ ზელანდიასთან მატჩში საუკეთესოდ რომ დამასახელეს, ალბათ, ეს ჩემს ცხოვრებაში დაუვიწყარ მოგონებად დარჩება,” – თქვა მამუკა გორგოძემ.

გორგოძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2003 წლიდან 2019 წლამდე თამაშობდა. მის ანგარიშზე ,,ბორჯღალოსნების” მაისურით ჩატარებულ 75 შეხვედრაში 135 ქულაა.

მამუკა გორგოძე: ,,ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდური წარმატება 2015 წელს ტონგასთან მოგება იყო”

სტატიის ავტორი
-