დავითისა და გოლიათის ისტორია ნებისმიერი ჩვენგანისათვის ცნობილია. ლეგენდა, რომელიც გოლიათთან უთანასწორო ბრძოლაში დავითის ტრიუმფის შესახებ საუბრობს, უამრავი ათამიანის შთაგონების წყაროდ იქცა. თანამედროვე სამყაროში, როდესაც მსგავსი უთანასწორო ბრძოლის მომსწრე ვხდებით, ყველაფერი არც ისე სახარბიელოდ სრულდება.
“ყველაზე უთანასწორო ბრძოლაში” უშანსოდ დამარცხების ნათელი მაგალითი MMA-ს მებრძოლმა კრეიგ ვუდმა საკუთარ თავზე გამოსცადა. 2021 წლის სექტემბერში, გლაზგოში გამართულ ივენთზე, ახალგაზრდა ინგლისელი საკმაოდ ძლიერ და “შეუსაბამო” მეტოქეს დაუპირისპირდა. კრეიგ ვუდისა და აარონ ლის დაპირისპირებამ სოციალურ ქსელებში ვნებათაღელვა გამოიწვია.
კრეიგ ვუდისა და აარონ ლის “ყველაზე უთანასწორო ბრძოლა” პირველივე რაუნდში, მსაჯის ჩარევის შედეგად შეწყდა. მეტოქის მიერ ძირს დაგდებული და სასტიკად ნაცემი ვუდის კადრების გავრცელების შემდეგ, MMA-ს მიმომხილველები და ფანები ორგანიზატორების მიმართ განრისხებას ვერ მალავდნენ.
Can we please find out who allowed this fight to go ahead? I know there’s journeymen, but there’s a line, surely. 😳 pic.twitter.com/hiy1EI1Ue2
— Harry Williams (@Harry_Williams) January 7, 2022
I caught videos of both the brothers fights. Started recording as soon as I saw them walk out cause I knew it’d be quick lol. pic.twitter.com/Fq2ARylPb4
— CutTag (@CutTag) January 7, 2022