2 თვიანი პაუზის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძე “გენტის” განაცხადს დაუბრუნდა. ქართველი ფეხბურთელი ბელგიის ჩემპიონატის მე-15 ტურის შეხვედრის 24 კაციან სიაში მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ გიორგის კიდევ ერთი ტრავმის გამო 4 ოქტომბრის შემდეგ არ უთამაშია. ბოლოს ის მოედანზე “ბეერსხოტთან” მატჩში გავიდა, თუმცა მუხლი ისევ გაუმიზეზდა.
სამწუხაროდ, ამ დაზიანების გამო ჩაკვეტაძე საქართველოს ნაკრებს ბელარუსთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩებში ვერ დაეხმარა.
“გენტი” 6 დეკემბერს “ოსტენდეს” დაუპირისპირდება.