ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები 2025 წელს ავსტრალიას ეწვევიან
ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების 2025 წლის ტურნე ავსტრალიაში გაიმართება. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, ბრიტანელი&ირლანდიელი ლომები, ტურნეს ფარგლებში 9 მატჩს გამართავენ. აღსანიშნავია, რომ ლომები 3 მატჩს ავსტრალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ, 5 მატჩში სუპერ რაგბი პასიფიკის ავსტრალიურ სარაგბო კლუბებს დაუპირისპირდებიან, ხოლო ერთი მატჩი, რომელიც განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს და შეიძლება ითქვას, რომ უპრეცედენტოა ავსტრალიისა და ახალი […]
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
საქართველოს რაგბის კავშირი Facebook-ის ოფიციალური გვერდის გატეხვის შესახებ, განცხადებას ავრცელებს. “მიმდინარე თვეში დღეს უკვე მეორედ გატეხეს რაგბის კავშირის გვერდი, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, რის გამოც ინფორმაციის გავრცელება შეზღუდული გვაქვს. მომხმარებელს ვთხოვთ, არ მიაქციოს ყურადღება რაგბის კავშირის სახელით მის ოფიციალურ გვერდებზე გავრცელებულ ნებისმიერ ინფორმაციას სანამ არ შევძლებთ კონტროლის აღდგენას, რასაც დამატებით შეგატყობინებთ. ბოდიშს გიხდით ამ ვანდალური შეტევებით […]
ბრივი ვანო კარკაძეს ოფიციალურად დაემშვიდობა
რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია, ოფიციალურად დადასტურდა. სარაგბო კლუბი “ბრივი” ვანო კარკაძეს დაემშვიდობა, რომელიც კარიერას “მონპელიეში” გააგრძელებს. “კლუბებს შორის მიღწეული შეთანხმდების შემდეგ, ვანო კარკაძემ დაგვტოვა და უახლოეს დღეებში “მონპელიეს” შეუერთდება. მადლობა ვანო ჩვენს კლუბში გატარებული 4 სეზონისა და შავ-თეთრ მაისურში ჩატარებული 37 მატჩის გამო“, – აღნიშნულია “ბრივის” განცხადებაში.
ლეგენდარული ქართული ბრენდი და ქართული რაგბი ერთიანდებიან
მინერალური წყალი „ბორჯომი“ რაგბის კავშირის გენერალური სპონსორი გახდა. მემორანდუმს „IDS ბორჯომი საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა ივანე მაჭავარიანმა და რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ ხელი დღეს მოაწერეს. ივანე მაჭავარიანი: „მინერალური წყალი „ბორჯომი“ 130 წელზე მეტია ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილი და მსოფლიოში ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათია. საქართველოს სპორტულ ტრადიციას წარადგენენ საერთაშორისო ასპარეზზე ბორჯღალოსნებიც. უნიკალური მინერალური შემადგენლობიდან გამომდინარე, „ბორჯომი“ ენერგიის […]
ფიჯელები მსოფლიო თასისთვის რთულ პირობებში ემზადებიან | VIDEO
ფიჯის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები შეკრებას სამშობლოში გადის და 2023 წლის მსოფლიო თასისთვის ემზადება. ფიჯელები ურთულეს პირობებში ვარჯიშობენ და მძიმე ფიზიკურ დატვირთვებს იღებენ. შეგახსენებთ, რომ ფიჯი 2023 წლის მსოფლიო თასზე C ჯგუფში: საქართველოს, უელსის, ავსტრალიისა და პორტუგალიის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. საქართველოსა და ფიჯის დაპირისპირება, 30 სექტემბერს, მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ტურში, თბილისის დროით 19:45 საათზე შედგება.
ბასა ხონელიძე U20 მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო თანამელელოვე გახდა
2023 წლის U20 რაგბის მსოფლიო თასი დასრულდა – ჩემპიონის ტიტული საფრანგეთის 20-წლამდელთა მორაგბეთა ნაკრებმა მოიპოვა, საქართველომ კი ისტორიული შედეგი დააფიქსირა. ისტორიაში პირველად, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ჯგუფში ორი თამაშის მოგება შეძლეს და მსოფლიო თასზე ასპარეზობა მე-8 ადგილზე დაასრულეს, რაც ასევე საუკეთესო შედეგია. 20-წლამდელთა მსოფლიო თასზე მე-12 ადგილი იაპონიამ დაიკავა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი მომავალ მსოფლიო თასზე […]
ფრანგული ტოპ 14-ის ‘ბორდოს’ მთავარი მწვრთნელი იანიკ ბრუ ქართული ფრენჩაიზის, ‘შავი ლომის’ ჩელენჯ თასში ჩართვას მიესალმება და იმ სიკეთეებზე საუბრობს, რასაც ეს გადაწყვეტილება ქართულ და ევროპულ რაგბს მოუტანს: „ეს ორივე მხარისთვის სასარგებლოა. ქართველებისთვის ეს არის პროფესიული ხარისხის გაზრდის კარგი საშუალება, ეტაპია საკლუბო დონიდან საერთაშორისო დონეზე გადასასვლელად. ბევრმა ფრანგულმა კლუბმა მიიღო ამ ტურნირით გამოცდილება – აქ თამაში გაცილებით […]
დამოუკიდებელ სადისციპლინო მოსმენაზე სექსტონს განაჩენი გამოუტანეს
დამოუკიდებელ სადისციპლინო მოსმენაზე, ირლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და “ლენსტერის” კაპიტანს, მხოლოდ 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჯონი სექსტონი 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასზე ასპარეზობას შეძლებს. მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, სექსტონი მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელ ეტაპზე გასამართ 3 მატჩს გამოტოვებს (5 აგვისტო – იტალია, 16 აგვისტო – ინგლისი, 26 აგვისტო – სამოა). აღსანიშნავია, რომ სექსტონთან ერთად “ლენსტერიც” დაისაჯა. […]
U20 | მომავალ მსოფლიო თასზე უმცროსი ბორჯღალოსნების მეტოქეები ცნობილია
2023 წლის U20 რაგბის მსოფლიო თასი დასრულდა – ჩემპიონის ტიტული საფრანგეთის 20-წლამდელთა მორაგბეთა ნაკრებმა მოიპოვა, საქართველომ კი ისტორიული შედეგი დააფიქსირა. ისტორიაში პირველად, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ჯგუფში ორი თამაშის მოგება შეძლეს და მსოფლიო თასზე ასპარეზობა მე-8 ადგილზე დაასრულეს, რაც ასევე საუკეთესო შედეგია. 20-წლამდელთა მსოფლიო თასზე მე-12 ადგილი იაპონიამ დაიკავა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი მომავალ მსოფლიო თასზე […]
ვანო კარკაძე კარიერას მონპელიეში გააგრძელებს
საქართველოს ნაკრების მორაგბემ, ვანო კარკაძემ ,,ბრივი” დატოვა და კარიერას ,,მონპელიეში” გააგრძელებს. ლაშა მაჭარაშვილთან, ლუკა ჯაფარიძესთან და ლუკა კოტორაშვილთან (ესპუარები) ერთად, კარკაძე მეოთხე ქართველია, რომელიც ,,მონპელიეში” ითამაშებს. ,,მონპელიემ” Top 14-ის გასული სეზონი მე-11 პოზიციაზე დაასრულა, ,,ბრივი” კი ბოლო ადგილზე გავიდა და Pro D2-ში დაქვეითდა.
ავსტრალია 31:34 არგენტინა (მიმოხილვა)
ლადო კილასონია: ,,მსოფლიოში ბევრი ისეთი გუნდი არ არის, რომელიც 0:33 ჩამორჩენის შემდეგ, სხვაობას ასე შეამცირებს”
საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლადო კილასონიამ, ახალ ზელანდიასთან წაგებული მატჩი (26:50) შეაფასა: „ჩვენ კარგად ვიცოდით რაში იყო სახიფათო ახალი ზელანდია – ეს არის ცუდად დარტყმული ფეხი და დაგვიანებული ახურვა, სწრაფი ბურთი და კონტრშეტევა. პირველ 30 წუთში სამივე ამ კომპონენტში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, რამაც მეტოქეს ძალიან წინ გაჭრის შესაძლებლობა მისცა. მე ამაყი ვარ […]