ბაიერნმა ამხანაგური მატჩის პირველ ტაიმში 18:0 მოიგო | VIDEO
ბაიერნმა კიმის ტრანსფერი დაადასტურა
,,ნაპოლის” ყოფილი მცველი, კიმ მინ-ჯე კარიერას მიუნხენის ,,ბაიერნში” გააგრძელებს. ინფორმაციას რეკორდაისტერის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. სამხრე კორეელმა გერმანულ გუნდთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და ახალ კლუბში 3-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ,,ბაიერნში თამაში ყველა ფეხბურთელის ოცნებაა. აქ განვითარებას გავაგრძელებ. კლუბის წარმომადგენლებთან საუბრისას, თავიდანვე ცხადი იყო, რამდენად იყვნენ ისინი ჩემით დაინტერესებულნი. ჩემი მთავარი მიზანი ბევრი მატჩის ჩატარებაა, გარდა ამისა, […]
მიუნხენის ,,ბაიერნის” აღმასრულებელმა დირექტორმა, იან-კრისტიან დრიზენმა, ,,ნაპოლის” მცველის, კიმ მინ-ჯეს შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა: ,,კიმი საოცარი ფეხბურთელია. ჩვენ გვინდა, რომ ის შემოგვიერთდეს, თუმცა ჯერ ვერაფერს ვაცხადებთ. იმედი მაქვს, ეს უახლოეს დღეებში მოხდება. ვფიქრობ, ეს სულ რამდენიმე დღის საკითხია. მალე კიმს ,,ბაიერნის” ფეხბურთელად წარადგენენ,” – განაცხადა დრიზენმა. იტალიური მედიის ცნობით, ,,ბაიერნი” კიმის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს გადაიხდის. […]
ტოტენჰემი ბაიერნის შეთავაზებაზე უარს ამბობს
უკვე დიდი ხანია ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჰარი კეინის შეძენით “ბაიერნი” ინტერესდება. მიუნხენელებმა “ტოტენჰემს” გუშინ ოციფიალური შეთავაზებაც გაუკეთეს, თუმცა, 80 მილიონ ევროზე “დეზებმა” უარი თქვეს. ფაბირიცო რომანოს მტკიცებით, აღნიშნულ ინფორმაციას “ტოტენჰემთან” დაახლოებული წყაროები ადასტურებენ. არ არის გამორიცხული, რომ “ბაიერნმა” კიდევ ერთი შეთავაზება გააკეთოს, რადგან “რეკორდმაისტერს” კეინის დამატება ძალიან სურს. აღსანიშნავია, რომ ლონდონელებს გერმანული კლუბი აქამდეც გაუსტუმრებიათ […]
“მამარდაშვილი ბაიერნის სარეკორდო ტრანსფერი აღმოჩნდება” – გერმანული მედია ქართველ მეკარეზე საუბრობს
გერმანული მედია საქართველოს ნაკრების და “ვალენსიას” მეკარეზე, გიორგი მამარდაშვილზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ თუ მიუნხენის “ბაიერნი” 22 წლის გოლკიპერს მართლაც დაიმატებს, ეს რეკორდმაისტერისთვის მორიგი რეკორდი იქნება, ოღონდ სატრანსფერო მიმართულებით. “ბაიერნმა უნდა აწონ-დაწონოს ყველა ვარიანტი მეკარის პოზიციაზე. გიორგი მამარდაშვილი მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დროს კლუბში გადასვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. ამით კლუბმა შესაძლოა ბუნდესლიგის საკუთარი რეკორდი გაიმეოროს. […]
ბაიერნმა ტოტენჰემს კეინის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო შესთავაზა
,,ბაიერნი” ,,ტოტენჰემის” თავდამსხმელის, ჰარი კეინის ტრანსფერზე მუშაობას განაგძობს. ფაბრიციო რომანოს ცნობით, მიუნხენურმა გრანდმა ლონდონელებს მეორე წინადადებით მიმართა. როგორც იტალიელი წერს, ,,რეკორდმაისტერმა” ,,დეზებს” ფეხბურთელის სანავლოდ 80 მილიონი ევრო შესთავაზა (+ ბონუსები). ,,ტოტენჰემის” ოფიციალური პასუხი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, დიდი ალბათობით, გუნდი შეთავაზებას არ დათანხმდება. ,,ბაიერნმა” ლონდონელებს რამდენიმე კვირის წინ 70 მილიონი ევროც შესთავაზა (ბონუსების გარეშე), რაზეც უარი […]
პარი სენ ჟერმენმა ლუკას ერნანდესი გაიფორმა
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მცველი, ლუკას ერნანდესი კარიერას ,,პარი სენ ჟერმენში” გააგრძელებს. პარიზული გუნდის ვებგვერდის ინფორმაციით, 27 წლის ფეხბურთელმა ,,პსჟ-სთან” კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ,,ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ! ,,პსჟ-ში გადმოსვლას დიდი ხანია ველი და საბოლოოდ ეს მოხდა. ეს ჩემთვის განსაკუთრებული დღეა და აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ,” – განაცხადა ერნანდესმა. როგორც ფრანგულ მედიაში იწერება, ,,პარი სენ […]
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და “დორტმუნდის ბორუსიას” 34 წლის შემტევმა – მარკო როისმა, კლუბის კაპიტნობაზე უარი განაცხადა და კაპიტნის სამკლაური ოფიციალურად დათმო. ამის მიზეზად კი იგი გაუთავებელ ტრავმებს ასახელებს. “დასვენების პერიოდში ბევრი ვიფიქრე იმ ფაქტის შესახებ, რომ მე დორტმუნდის კაპიტანი ვარ. გასაგებია, რომ უკვე ბევრი წელია მე ამ კლუბის ღირსებას ვიცავ, თუმცა ამდენი ტრავმა, ამდენი უთამაშებლობა […]
“მამარდაშვილის ბაიერნში ტრანსფერი ვალენსიას მოთხოვნაზეა დამოკიდებული” – ფაბრიციო რომანო
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და პოპულარული საფეხბურთო ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო საქართველოს ნაკრების და “ვალენსიას” მეკარის, გიორგი მამარდაშვილის მიუნხენის “ბაიერნში” პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს. “მეტი იან სომერის შესახებ. მის კონტრაქტში არის წასასვლელი პუნქტი, რომელიც საშუალებას აძლევს მას დატოვოს კლუბი იმავე საფასურით, რომელიც “ბაიერნმა” მის გასაფორმებლად გადაიხადა. “ბაიერნს” ჰყავს მამარდაშვილი სატრანსფერო სიაში, როგორც ახალი მეკარე, […]
გრანიტ ჯაკა კარიერას ლევერკუზენში გააგრძელებს
“არსენალის” ნახევარმცველი გრანიტ ჯაკა კარიერას “ბაიერ ლევერკუზენში” გააგრძელებს. შვეიცარიელმა ფეხბურთელმა გერმანულ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. “ლევერკუზენმა” ჯაკა 21.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა, თუმცა, “არსენალი” ჯამში 25 მილიონს მიიღებს. შეგახსენებთ, რომ გრანიტს “მეთოფეთა” რიგებში თითქმის 300 (297) შეხვედრა აქვს ჩატარებული და ლონდონური კლუბის რიგებში 23 გოლის გატანა შეძლო. ამასთან ერთად ჯაკამ FA თასის გამარჯვებულიც გახდა.
ESPN-მა გასული სეზონის 10 საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა
ESPN-ის ვერსიით, 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელად პეპ გვარდიოლა დასახელდა. გამოკითხვა 50 ჟურნალისტს შორის მიმდინარეობდა. გასულ სეზონში ,,მანჩესტერ სიტიმ” პეპის ხელმძღვანელობით პრემიერლიგის, ინგლისის თასისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლო, რითაც ტრებლი შეასრულა. ტოპ სამეულში, ასევე, კარლო ანჩელოტი (რეალი) და ლუჩიანო სპალეტი (ნაპოლი) მოხვდნენ. 10 საუკეთესო მწვრთნელი ESPN-ის ვერსიით: პეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტი) კარლო ანჩელოტი (რეალი) […]
ალ აჰლი სადიო მანესთვის სამწლიან შეთავაზებას ამზადებს
ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უახლოეს დღეებში არაბული კლუბი “ალ აჰლი” სადიო მანეს სამწლიან კონტრაქტს შესთავაზებს. აღსანიშნავია, რომ სენეგალელი შემტევი კლუბისთვის მთავარ სატრანსფერო სამიზნეს წარმოადგენს. შეგახსენებთ, რომ “ალ აჰლიმ” სადიო მანეს თანაგუნდელი რობერტო ფირმონი უკვე გადაიბირა. ბრაზილიელმა შემტევმა არაბულ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა. ბოლო დროს საუდის არაბეთი საკმაოდ გააქტიურდა და მათ ლიგაში არაერთი […]