ფრანგული ტოპ 14-ის ‘ბორდოს’ მთავარი მწვრთნელი იანიკ ბრუ ქართული ფრენჩაიზის, ‘შავი ლომის’ ჩელენჯ თასში ჩართვას მიესალმება და იმ სიკეთეებზე საუბრობს, რასაც ეს გადაწყვეტილება ქართულ და ევროპულ რაგბს მოუტანს: „ეს ორივე მხარისთვის სასარგებლოა. ქართველებისთვის ეს არის პროფესიული ხარისხის გაზრდის კარგი საშუალება, ეტაპია საკლუბო დონიდან საერთაშორისო დონეზე გადასასვლელად. ბევრმა ფრანგულმა კლუბმა მიიღო ამ ტურნირით გამოცდილება – აქ თამაში გაცილებით […]
დამოუკიდებელ სადისციპლინო მოსმენაზე სექსტონს განაჩენი გამოუტანეს
დამოუკიდებელ სადისციპლინო მოსმენაზე, ირლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და “ლენსტერის” კაპიტანს, მხოლოდ 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჯონი სექსტონი 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასზე ასპარეზობას შეძლებს. მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, სექსტონი მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელ ეტაპზე გასამართ 3 მატჩს გამოტოვებს (5 აგვისტო – იტალია, 16 აგვისტო – ინგლისი, 26 აგვისტო – სამოა). აღსანიშნავია, რომ სექსტონთან ერთად “ლენსტერიც” დაისაჯა. […]
ვანო კარკაძე კარიერას მონპელიეში გააგრძელებს
საქართველოს ნაკრების მორაგბემ, ვანო კარკაძემ ,,ბრივი” დატოვა და კარიერას ,,მონპელიეში” გააგრძელებს. ლაშა მაჭარაშვილთან, ლუკა ჯაფარიძესთან და ლუკა კოტორაშვილთან (ესპუარები) ერთად, კარკაძე მეოთხე ქართველია, რომელიც ,,მონპელიეში” ითამაშებს. ,,მონპელიემ” Top 14-ის გასული სეზონი მე-11 პოზიციაზე დაასრულა, ,,ბრივი” კი ბოლო ადგილზე გავიდა და Pro D2-ში დაქვეითდა.
შავი ლომი | გლოსთერი და კლერმონი თბილისში, სქარლეთსი და კასტრი სტუმრად
ევროპის პროფესიულმა კლუბების რაგბიმ (EPCR) 2023-24 წლების სეზონის ჰეინეკენ ჩემპიონთა თასისა და ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის თამაშების კალენდარი დაამტკიცა. წელს პირველად, ჩელენჯ თასში ქართული ფრენჩაიზი ‘შავი ლომიც’ ითამაშებს, რომელიც მესამე ჯგუფში ფრანგულ ‘კასტრთან’ და ‘კლერმონთან’, შოტლანდიურ ‘ედინბურგთან’, ინგლისურ ‘გლოსთერთან’ და უელსურ ‘სქარლეთსთან’ მოხვდა. თითოეულ გუნდს ჯგუფურ ეტაპზე ოთხ-ოთხი თამაშის გამართვა მოუწევს – ორის შინ და […]
ჩელენჯ ქაფი | შავი ლომის პირველი მატჩის გამართვის თარიღი ცნობილია
მომავალ სეზონში “შავი ლომი” ისტორიას დაწერს, როდესაც გახდება პირველი ქართული ფრენჩაიზი, რომელიც EPCR-ის ეგიდით ორგანიზებულ პროფესიონალურ ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას. 2023/24 წლების სეზონში, “შავი ლომი” მიწვეული გუნდის სტატუსით “ჩელენჯ ქაფზე” იასპარეზებს. EPCR-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელი სტატია განთავსდა, რომელიც “შავი ლომის” ისტორიას, ამჟამინდელ მდგომარეობასა და სამომავლო პერსპექტივას ეხება. პირველი ქართული ფრენჩაიზი მესამე ჯგუფში: ორი ყოფილი ჩემპიონის – […]
რაგბი ევროპის აღმასრულებელი დირექტორი ფლორან მარტი ‘შავი ლომის’ ჩელენჯ თასზე მიწვევას „ფანტასტიკურ ამბავს“ უწოდებს და მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება რაგბი ევროპის სუპერ თასის მიმართ ინტერესს კიდევ უფრო მეტად გაზრდის. ქართული ფრენჩაიზი ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის (EPCR) ნაწილი ოფიციალურად 6 ივლისს გახდა და ‘შავი ლომი’ 2023/2024 წლების სეზონის ჩელენჯ თასის მესამე ჯგუფში ფრანგულ ‘კასტრთან’ და ‘კლერმონთან’, შოტლანდიურ ‘ედინბურგთან’, […]
EPCR | ფოკუსირება შავ ლომზე!
მომავალ სეზონში “შავი ლომი” ისტორიას დაწერს, როდესაც გახდება პირველი ქართული ფრენჩაიზი, რომელიც EPCR-ის ეგიდით ორგანიზებულ პროფესიონალურ ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას. 2023/24 წლების სეზონში, “შავი ლომი” მიწვეული გუნდის სტატუსით “ჩელენჯ ქაფზე” იასპარეზებს. EPCR-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელი სტატია განთავსდა, რომელიც “შავი ლომის” ისტორიას, ამჟამინდელ მდგომარეობასა და სამომავლო პერსპექტივას ეხება. პირველი ქართული ფრენჩაიზი მესამე ჯგუფში: ორი ყოფილი ჩემპიონის – […]
დომინიკ მაკეი: “შავი ლომი ჩელენჯ თასს ნაპერწკალს შემატებს”
ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის (EPCR) თავმჯდომარე დომინიკ მაკეი, ქართული ფრენჩაიზის – ‘შავი ლომის’ EPCR-ის ტურნირში, ჩელენჯ თასში მიღებას მიესალმება და იმ ფაქტორებზე საუბრობს, რასაც ეს გადაწყვეტილება ერთის მხრივ თავად ტურნირს, მეორეს მხრივ კი ქართულ რაგბის და ჩვენს ქვეყანას მოუტანს. სიხარულით მივესალმებით ქართულ ‘შავ ლომს’ EPCR-ის ოჯახში. საყოველთაო შეფასებით ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო საკლუბო ტურნირი – ჩემპიონთა თასი […]
შავი ლომი | ჩელენჯ თასამდე სუპერ თასი
რაგბი ევროპის ორგზის ჩემპიონი “შავი ლომი”, EPCR-ის ჩელენჯ თასში ჩართვამდე ტიტულის ზედიზედ მესამედ მოპოვებას შეეცდება. სუპერ თასში წელსაც 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და განახლებული ფორმატით ჩატარდება. შარშანდელისგან განსხვავებით, დიდი 10-ის ჩემპიონის ნაცვლად მასში ჩეხეთის ფრენჩაიზი ‘ბოჰემია უორიორზი’ მიიღებს მონაწილეობას. რაც შეეხება ფორმატს, რეგიონული პრინციპის ნაცვლად, ამჯერად გუნდები ჯგუფებში ძალთა თანაფარდობის მიხედვით გადანაწილდებიან. ა ჯგუფში “შავ […]
გუნდურად ახდენილი ოცნება
საქართველოს რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე გოგებაშვილი ამბობს, რომ ევროპის საკლუბო რაგბის ოჯახში (EPCR) ‘შავი ლომის’ მიღება გუნდური მუშაობის შედეგია: „ქართული რაგბის დიდი ხნის ოცნების ასახდენად მოლაპარაკებები 1 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ფაქტობრივად შეუძლებელს მივაღწიეთ. ეს არის საკლუბო ტურნირების მწვერვალი, რაც კიდევ უფრო მეტი წინსვლის შესაძლებლობას მოგვცემს. დიდი მადლობა EPCR-ის ხელმძღვანელობას ქართული და გლობალური რაგბისთვის მიღებული უმნიშვნელოვანესი […]
რაგბი ევროპის სუპერთასის მესამე სეზონი ახალი ფორმატით გაიმართება
პირველად ევროპული საკლუბო რაგბის ისტორიაში შეჯიბრში ჩეხეთის წარმომადგენელი ჩაერთვება. Bohemian Rugby Warriors ჩეხური ფრენჩაიზია, რომელიც მის საშინაო მატჩებს პრაღაში “მარკეტა სთეიდიუმზე” ითამაშებს. გუნდი ეროვნული ნაკრების გამოცდილი მოთამაშეებით და ნიჭიერი ახალგაზრდა მორაგბეებით არის დაკომპლექტებული. “Warriors” მეცხრე ქვეყნის წარმოდგენილი იქნება, რომელიც ევროპის სუპერთასზე მიიღებს მონაწილეობას. ტურნირზე ძველებურად იასპარაზებენ კლუბები ბელგიიდან, ისრაელიდან, საქართველოს, ნიდერლანდებიდან, პორტუგალიიდან, რუმინეთიდან და ესპანეთიდან. […]
ჩელენჯ ქაფი | მსოფლიო დონის ვარსკვლავები, რომელთაც თბილისში ვიხილავთ
ქართველი გულშემატკივრის დიდი ხნის ოცნება – რეალობად იქცა. პირველი ქართული სარაგბო ფრენჩაიზი, ევროპული პროფესიონალური საკლუბო რაგბის (EPCR) ეგიდით ორგანიზებულ ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, პირველი ქართული ფრენჩაიზი – “შავი ლომი” ევროპის “ჩელენჯ ქაფის” 2023/24 წლების სეზონში იასპარეზებს. “ჩელენჯ ქაფის” 2023/24 წლების სეზონში 18 კლუბი მიიღებს მონაწილეობას. სარაგბო კლუბები სამ 6-გუნდიან ჯგუფში გადანაწილდებიან. ცნობილია, […]