თბილისში მძლეოსნობაში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ჩატარდა
2023 წლის 8-9 ივლისს, თბილისში, მძლეოსნობაში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ჩატარდა, რომელსაც მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის სასახლემ და დიდი დიღმის სპორტული კომპლექსის სათადარიგო მძლეოსნურმა სტადიონმა უმასპინძლეს. ეროვნული ჩემპიონატის ძირითად მიზანს 2023 მსოფლიო ჩემპიონატისა და სხვა დიდი საერთაშორისო შეჯიბრებებისათვის ეროვნული და ასაკობრივი ნაკრები გუნდების დაკომპლექტებისათვის კანდიდატების შერჩევა – გამოვლენა წარმოადგენდა. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მონაწილეები პირველი ჯგუფი – თბილისი, აჭარა, […]
სერბეთსა და უნგრეთში 17-წლამდე ფრენბურთელთა ევროპის ჩემპიონატი დაიწყო, სადაც ისტორიაში პირველად მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც იღებს. დღეს ქართველმა ფრენბურთელებმა სერბეთი 5 სეტში, ანგარიშით 25:16, 18:25, 14:25, 25:21, 15:9 დაამარცხეს და ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს. ჩვენი ნაკრები მომავალ შეხვედრას ხვალ, 14:00 საათზე, ბულგარეთის წინააღმდეგ გამართავს. საქართველო 14-ში იტალიას შეხვდება, 15-ში – პოლონეთს, 16-ში – ნიდერლანდებს, 18-ში – ხორვატიას, […]
“ის საფრთხეს გაურბის” – ილია თოფურია ვოლკანოვსკიზე
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ ჩემპიონ ალექს ვოლკანოვსკისთან შესაძლო დაპირისპირებაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა: “მას ისლამთან რემატჩი სურს. 70 კილოგრამში ასვლა სურს, რადგან ის ნამდვილ საფრთხეს გაურბის. მან იცის სად ელოდება ნამდვილი საფრთხე და ეს მე ვარ 65 კილოგრამში. ის ადვილ გზებს ეძებს. – განაცხადა ილია თოფურიამ. კვირას ვოლკანოვსკიმ ქვემსუბუქი წონის ქამარი მეხუთედ დაიცვა. მის ანგარიშზე […]
7 ივლისს, რესტორან „კარი“-ში betlive Master League-ის პრეზენტაცია გაიმართა. „ბეთლაივსა“ და „მასტერ ლიგას“ შორის გაფორმებული ორწლიანი მემორანდუმი თბილისსა და რეგიონებში ფეხბურთის განვითარებას, ფეხბურთის სამოყვარულო ჩემპიონატის ყველა საჭირო რესურსით უზრუნველყოფას, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას, მედია მხარდაჭერასა და ზოგადად, ქართულ სპორტთან თანადგომას ითვალისწინებს. განახლებული ფორმატით, ტურნირი თბილისში, ქუთაისში, დუშეთსა და კაჭრეთში გაიმართება. „მასტერ ლიგა“ ქართული სამოყვარულო ფეხბურთის ყველაზე […]
თბილისში მძლეოსნობაში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ჩატარდება
2023 წლის 8-9 ივლისს, თბილისში, მძლეოსნობაში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ჩატარდება, რომელსაც მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის სასახლე და დიდი დიღმის სპორტული კომპლექსის სათადარიგო მძლეოსნური სტადიონი უმასპინძლებს. ეროვნული ჩემპიონატის ძირითად მიზანს 2023 მსოფლიო ჩემპიონატისა და სხვა დიდი საერთაშორისო შეჯიბრებებისათვის ეროვნული და ასაკობრივი ნაკრები გუნდების დაკომპლექტებისათვის კანდიდატების შერჩევა – გამოვლენა წარმოადგენს. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მონაწილეები პირველი ჯგუფი – თბილისი, […]
“ნამდვილი ომი” – ელვეს ბრენერი ქუთათელაძესთან ბრძოლაზე საუბრობს
ქართველმა UFC-ის მებრძოლმა გურამ ქუთათელაძემ ელვეს ბრენერის წინააღმდეგ დასანანი მარცხი განიცადა. “ქართველი ვიკინგი” ბრაზილიელმა მეტოქემ ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ორი რაუნდის განმავლობაში ქუთათელაძე დომინირებდა, რაც შემდგომ მსაჯების შეფასებებშიც გამოიხატა. ბრძოლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა ელვეს ბრენერმა, რომელმაც გურამი შეაქო და მის მიმართ პატივისცემა გამოხატა. “ნამდვილი ომი. მადლობა ბრძოლისთვის! ძალიან ძლიერი ბიჭი ხარ. შენთან ოქტაგონის […]
ლუკა შონიამ ევროპულ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა
პოლონეთის ქალაქ კრაკოვში ევროპული თამაშები მიმდინარეობს. დღეს, ქართველმა კიკბოქსიორმა, ლუკა შონიამ, -75 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა. შონიამ ფინალამდე ორი შეხვედრის მოგება შეძლო – მეოთხედფინალში ანდრეა ნანი მარიო (იტალია) დაამარცხა, ნახევარფინალში კი – იაკუბ პოკუშა (პოლონეთი). ფინალში ქართველმა მებრძოლმა უკრაინელ ტიმურ ბრიკოვს მოუგო (3:0) და ჩემპიონი გახდა. ეს ევროპულ თამაშებზე საქართველოს ნაკრებისთვის მეცხრე (4 […]
ევროპული თამაშები | ლაშა გურულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს მოკრივეთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა – ლაშა გურულმა, ევროპულ თამაშებზე ბრწყინვალედ იასპარეზა და ფინალში ფრანგ მეტოქეს დაუპირისპირდა. ფინალში ლაშა გურულმა ფრანგ სოფიან ოუმიას ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა, 4:1 დამარცხდა და საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი ვერცხლის მედალი შემატა. შეგახსენებთ, მიუხედავად ფინალში მარცხისა, ევროპულ თამაშებზე ბრწყინვალე ასპარეზობის შედეგად, ლაშა გურულმა 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის საგზური გაინაღდა.
ევროპული თამაშები | კიკბოქსიორი ლუკა შონია ფინალში იასპარეზებს
პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მიმდინარე მესამე ევროპულ თამაშებზე, ქართველი სპორტსმენები წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობენ. კიკბოქსიორმა ლუკა შონიამ 1/2-ფინალურ დაპირისპირებაში პოლონელი მეტოქე დიდი უპირატესობით დაამარცხა და მესამე ევროპული თამაშების ფინალში იასპარეზებს. ფინალური შეხვედრა 2 ივლისს გაიმართება. კიდევ ერთი ქართველი კიკბოქსიორი – ზურაბ ივანიაძე, 86 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ლაშა გურულმა პარიზის ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა
ქართველი მოკრივე ლაშა გურული პოლონეთში მიმდინარე ევროპული თამაშების ნახევარფინალში იბრძოლებს. ლაშა 63,5 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს. ამ მიღწევით გურულმა ევროპული თამაშების ბრინჯაოს მედალი გაინაღდა. აღსანიშნავია, რომ ამასთან ერთად ქართველმა მოკრივემ 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის საგზურიც მოიპოვა. ნახევარფინალში გურულის მეტოქე უნგრელი რიჩარდ კოვაჩი იქნება. მათი დაპირისპირება 30 ივნისს არის ჩანიშნული.
ვოლკანოვსკის თოფურიასთან დაპირისპირება მომავალ საჩემპიონო ბრძოლაზე სურს
ილია თოფურიამ, რომელიც დაუმარცხებელია, გასულ კვირას ჯოშ ემეტი 5 რაუნდიან ბრძოლაში დიდი უპირატესობით დაამარცხა და საჩემპიონო ქამარზე სერიოზული განაცხადი გააკეთა. ემეტთან გამარჯვებით, ილიამ ქვემსუბუქ წონაში დაწინაურდა და ახლა ის მე-5 პოზიციას იკავებს. ქართველი იმდენად დომინანტი იყო, რომ ანგარიში 50-42 დაფიქსირდა. გულშემატკივარი მაშინვე ალაპარაკდა იმაზე, რომ თოფურიამ საჩემპიონო ბრძოლა უნდა მიიღოს. თუმცა, ჯერ ჩემპიონ ვოლკანოვსკის იაირ […]
U20 | 3 ქართველი მოჭიდავე ოქროს მედლისთვის იბრძოლებს
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ესპანეთში, ქალაქ კომპოსტელაში, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობს. 87 კგ წონითი კატეგორიის ფინალში, აჩიკო ბოლქვაძემ ბრწყინვალედ იჭიდავა და ოქროს მედალს დაეუფლა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებს კიდევ 3 ოქროს მედლის მოპოვების შანსი აქვს. ანრი ხოზრევანიძე, ნიკა ბროლაძე და გორ აივაზიანი ფინალში არიან და საქართველოსთვის უმაღლესი სინჯის მედლების მოპოვებას შეეცდებიან.