კატალონიის ,,ბარსელონასა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი, სერხიო ბუსკეტსი კარიერას ,,ინტერ მაიამიში” გააგრძელებს. ინფორმაციას ამერიკული გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. 35 წლის ფეხბურთელმა კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მისი ანაზღაურება სეზონში 10 მილიონი დოლარი იქნება. ,,ინტერ მაიამიმ” გუშინ ლეო მესის გაფორმებაც დაადასტურა, რომელმაც გუნდთან 2,5-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ბუსკეტსმა მთელი კარიერა ,,ბარსელონაში” გაატარა, სადაც 32 […]