მიუნხენის ,,ბაიერნის” აღმასრულებელმა დირექტორმა, იან-კრისტიან დრიზენმა, ,,ნაპოლის” მცველის, კიმ მინ-ჯეს შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა: ,,კიმი საოცარი ფეხბურთელია. ჩვენ გვინდა, რომ ის შემოგვიერთდეს, თუმცა ჯერ ვერაფერს ვაცხადებთ. იმედი მაქვს, ეს უახლოეს დღეებში მოხდება. ვფიქრობ, ეს სულ რამდენიმე დღის საკითხია. მალე კიმს ,,ბაიერნის” ფეხბურთელად წარადგენენ,” – განაცხადა დრიზენმა. იტალიური მედიის ცნობით, ,,ბაიერნი” კიმის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს გადაიხდის. […]