ამერიკის ღია პირველობის 1/16-ფინალში გრანდ სლემების 23-გზის ჩემპიონი, სერენა უილიამსი მსოფლიოს 46-ე ჩოგანთან, აილა ტომლიანოვიჩთან 3 სეტში, ანგარიშით 5:7, 7:6, 1:6 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. დიდი ალბათობით, ეს ლეგენდარული ამერიკელი ჩოგბურთელისთვის კარიერის უკანასკნელი მატჩი იყო, რადგან US Open-ის დაწყებამდე, სერენამ თავად განაცხადა, რომ მისი ბოლო ტურნირი სწორედ ამერიკის ღია პირველობა იქნებოდა. ,,ჩოგბურთი ჩემი ცხოვრების იმდენად […]