ავსტრალია 31:34 არგენტინა (მიმოხილვა)
ახალი ზელანდია 35:20 სამხრეთ აფრიკა (მიმოხილვა)
სამხრეთ აფრიკის ლეგენდამ კარიერა დაასრულა
2007 და 2019 წლების რაგბის მსოფლიო თასის გამარჯვებულმა – ფრანს შტეინმა პროფესიონალური კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. “სპრინგბოქსის” სახელოვანმა წევრმა, რომელიც ეროვნული ნაკრების ღირსებას თავდაპირველად 2006-14 წლებში და შემდეგ უკვე 2017 წლიდან იცავდა, კარიერის დასრულების გადაწყვეტილება ტრავმის გამო მიიღო. ფრანს შტეინმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ მისთვის ურთულესი გადაწყვეტილების მიღება, ტრავმიანობამ განაპირობა. 36 წლის შტეინს, “ბოკეს” კვართი 76 […]
ნიკა ამაშუკელი მსოფლიო თასამდე უმაღლესი დონის 4 მატჩს განსჯის
სადებიუტო მსოფლიო თასისთვის ემზადება ქართველი ნიკა ამაშუკელი რომელიც ეგრეთწოდებული ტიერ 2 ქვეყნების პირველი წარმომადგენელია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატს მოემსახურება, თანაც ცენტრალური მსაჯის რანგში. ის ასევე ყველაზე ახალგაზრდაა იმ 12 რეფერისა და 7 ასისტენტს შორის, რომლებიც საფრანგეთში იმუშავებენ. ზაფხულის პირველი თამაში, რომელშიც ნიკა ამაშუკელს ვიხილავთ 29 ივლისს, იოჰანესბურგში გაიმართება. წლევანდელი ოთხი ერის დასკვნით ტურში სამხრეთ აფრიკა არგენტინას […]
ცვლილებები თამაშის აჩქარების მიზნით – მსოფლიო რაგბის ახალი წესები!
ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსოფლიო რაგბის მმართველმა ორგანომ, თამაშის აჩქარების მიზნით, მასშტაბური ცვლილებები განახორციელა. მსოფლიო რაგბის 5 მთავარი ცვლილება ძალაში 2023 წლის 1 იანვრიდან შევიდა და რამდენიმე საათის წინ, მორიგი განახლება გამოქვეყნდა. World Rugby-ს წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ დამტკიცებული ცვლილებები დადებით გავლენას იქონიებს სარაგბო მატჩის სანახაობივ ასპექტზე და სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას […]
სკოტ რობერტსონი ოლ ბლექსის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
ახალი ზელანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად სკოტ რობერტსონი დაინიშნა. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, 48 წლის სპეციალისტი “ოლ ბლექსს” 2024 წლიდან გაუძღვება. რობერტსონსა და ახალი ზელანდიის რაგბის კავშირს შორის 4-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმადაც, “კრუსეიდერსის” სახელოვანი მწვრთნელი “ოლ ბლექსს” 2027 წლის რაგბის მსოფლიო თასის დასრულებამდე უხელმძღვანელებს. ამ დროისათვის უცნობია, თუ როგორ დაკომპლექტდება რობერტსონის სამწვრთნელო შტაბი. […]
კომპანია ბეთლაივმა ბრენდ ამბასადორად ორი გამორჩეული ახალგაზრდა სპორტსმენი – სანდრო მამუკელაშვილი და დავით ნინიაშვილი წარადგინა. ქართული სპორტის მხარდაჭერის პროცესში, კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს გლობალურ ასპარეზზე წარმატებულ ქართველ სპორტსმენებთან და მათთან ერთად არაერთ საინტერესო კამპანიას გეგმავს. ბეთლაივში აცხადებენ, რომ ბრენდ ამბასადორების წარდგენა ქართულ სპორტთან ურთიერთკავშირის მორიგი მაგალითი იქნება. რაგბის კავშირის, ძიუდოსა და ჩოგბურთის ფედერაციების სპონსორის როლში, კომპანია […]
კომპანია ბეთლაივსა და სამ სპორტულ ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
კომპანია „ბეთლაივი“ სამი სპორტული ფედერაციიის ოფიციალური სპონსორი გახდა. მხარეებს შორის მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემდეგ, „ბეთლაივმა“ რაგბის კავშირთან, ძიუდოსა და ჩოგბურთის ფედერაციებთან ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერა ხელი, რაც საერთო პროექტებზე კოლაბორაციას, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას, ქართული სპორტის აქტიურ მხარდაჭერასა და მედია ხელმისაწვდომობას ითვალისწინებს. აღნიშნული შეთანხმებით, „ბეთლაივი“ ადასტურებს, რომ ქართული სპორტის ფინანსური და მედია მხარდაჭერა კომპანიის სტრატეგიის უცვლელი ნაწილია. […]
“საქართველოს ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია” – ედი ჯონსი
ინგლისის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი – ედი ჯონსი, 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის წინ, საინტერესო პროგნოზს აქვეყნებს. ჯონსი, რომელიც შემოდგომის ერთა სერიებში ნაჩვენები არასახარბიელო რეზულტატის გამო დასაჯეს, სარაგბო ერებს 3 კატეგორიად ყოფს. “ერებს 3 კატეგორიად ვყოფ. პირველ კატეგორიაში რეიტინგის სათავეში მყოფ 6 ერს ვასახელებ. ტოპ 6-ში მყოფ ნაკრებებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ ერთამენთის დამარცხება. […]
World Rugby – წლის 10 გამორჩეულ მატჩში საქართველოსა და პორტუგალიის შეხვედრა მოხვდა
მსოფლიო რაგბიმ 2022 წლის 10 გამორჩეული შეხვედრა დაასახელა, რომელთა შორის საქართველოსა და პორტუგალიის მატჩი (25:25) მოხვდა. აღსანიშნავია, რომ ტოპ ათეულს მიღმა დარჩა ,,ბორჯღალოსნების” ისტორიული გამარჯვებები ექვსი ერის ორ წარმომადგენელთან – იტალიასთან და უელსთან. საქართველო 25:25 პორტუგალია ,,იმის გათვალისწინებით, რაც პორტუგალიის ნაკრების შესახებ ახალ ვიცით, ეს ანგარიში არც ისე გასაოცარია. თუმცა საქართველოს ზედიზედ 20 მოგება ჰქონდა […]
“ცვლილებები თამაშის აჩქარების მიზნით” – მსოფლიო რაგბის ახალი წესები!
მსოფლიო რაგბის მმართველმა ორგანომ, თამაშის აჩქარების მიზნით, მასშტაბური ცვლილებები განახორციელა, რომელიც ძალაში 2023 წლის 1 იანვრიდან შევა. World Rugby-ს წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ დამტკიცებული ცვლილებები დადებით გავლენას იქონიებს სარაგბო მატჩის სანახაობივ ასპექტზე და სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს. განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ცვლილებები შეეხო, როგორც უშუალოდ გარდასახვებისა და ჯარიმების დარტყმისათვის გამოყოფილი […]
ირლანდიისა და სამხრეთ აფრიკის მატჩს ნიკა ამაშუკელი განსჯის
სულ რამდენიმე წუთის წინ, გახდა ცნობილი, რომ მსოფლიო ჩემპიონისა და რეიტინგის პირველი ნომრის დაპირისპირებას ნიკა ამაშუკელი განსჯის. ეს არ იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველ არბიტრს მაღალი დონის ნაკრებების შეხვედრის გაძღოლა უწევს. საქართველოს საუკეთესო მსაჯმა 2022 წლის ოთხი ერის ორ თამაშზე იმსაჯა. სამხრეთ ნახევარსფეროს უმთავრეს ტურნირზე მისი დებიუტი 27 აგვისტოს, ახალი ზელანდიისა და არგენტინის მატჩზე შედგა. […]