,,კლაკსვიკთან” 0:3 მარცხის შემდეგ (ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა), ,,ფერენცვაროშის” გულშემატკივრები გუნდის მთავარი მწვრთნელის, სტანისლავ ჩერჩესოვის გათავისუფლებას ითხოვდნენ. უნგრული Sportal-ის ცნობით, ფანები ,,Auf Wiedersehen-ს (ნახვამდის)” და ,,რუსებო, წადით სახლში-ს” სკანდირებდნენ. მატჩის შემდეგ ,,ფერენცვაროშის” პრეზიდენტმა, გაბორ კუბატოვმა, ჩერჩესოვის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. რუსი სპეციალისტი უნგრულ კლუბში 2021 წლის დეკემბრიდან მუშაობდა, მისი ხელმძღვანელობით ,,ფერენცვაროშმა” ქვეყნის ჩემპიონატი (ორჯერ) […]