ილია თოფურიამ კარლოს ალკარასის ჩემპიონობით 237 500 დოლარი მოიგო
უიმბლდონის ფინალში მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, კარლოს ალკარასმა, ნოვაკ ჯოკოვიჩი (2) 5 სეტში, ანგარიშით 1:6, 7:6, 6:1, 3:6, 6:4 დაამარცხა და ტურნირის მოგება კარიერაში პირველად შეძლო. UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ, ტურნირის დაწყების წინ სოციალურ ქსელში განთავსებული ფსონის სურათი გამოაქვეყნა. თოფურიამ 50 000 დოლარი უიმბლდონზე კარლო ალკარასის ჩემპიონობაზე დადო, რასაც კოეფიციენტი 4,75 ჰქონდა. შედეგად, ილიამ ალკარასის […]
ფიური Vs. ნგანუ – ტიტანების ბრძოლის გამართვის თარიღი ცნობილია
WBC-ის მძიმეწონითი კატეგორიის ჩემპიონი და კრივის ლეგენდა – ტაისონ ფიური, არანაკლებ სახელოვან ფრენსის ნგანუს დაუპირისპირდება. მაიკ კოპინგერის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტაისონ ფიური UFC-ის მძიმეწონითი კატეგორიის ყოფილ ჩემპიონსა და შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) ერთ-ერთ გამორჩეულ მებრძოლს კრივის წესებით დაუპირისპირდება. ფიურისა და ნგანუს ბრძოლა 28 ოქტომბერს, საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში გაიმართება. ამ დროისათვის მოახლოებული ბრძოლის კონტრაქტის სრული […]
“ის საფრთხეს გაურბის” – ილია თოფურია ვოლკანოვსკიზე
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ ჩემპიონ ალექს ვოლკანოვსკისთან შესაძლო დაპირისპირებაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა: “მას ისლამთან რემატჩი სურს. 70 კილოგრამში ასვლა სურს, რადგან ის ნამდვილ საფრთხეს გაურბის. მან იცის სად ელოდება ნამდვილი საფრთხე და ეს მე ვარ 65 კილოგრამში. ის ადვილ გზებს ეძებს. – განაცხადა ილია თოფურიამ. კვირას ვოლკანოვსკიმ ქვემსუბუქი წონის ქამარი მეხუთედ დაიცვა. მის ანგარიშზე […]
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ, ალექსანდრ ვოლკანოვსკისა და იაირ როდრიგესის შეხვედრის შემდეგ, ავსტრალიელზე ისაუბრა: ,,ვოლკანოვსკის ბრძოლას ჩემზე არანაირი შთაბეჭდილება არ მოუხდენია. ეს იყო ყველაზე მოსაწყენი ბრძოლა, რაც აქამდე მინახავს. მასთან შეხვედრა ჩემთვის დიდი მოტივაცია იქნება, ის დიდებული ჩემპიონია, რომელმაც ქამარი ბევრჯერ დაიცვა. ასე რომ, მისნაირი მეტოქის დამარცხება ჩემთვის დიდი გამოწვევა და ამავდროულად, დიდი მოტივაციაა. არ […]
ვოლკანოვსკი: ,,თოფურია თუ ასე გააგრძელებს, გავანადგურებ”
იაირ როდრიგესთან გამარჯვების შემდეგ, ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ ქართველ მებრძოლზე, ილია თოფურიაზე ისაუბრა: ,,წელს ერთი ბრძოლის ჩატარება კიდევ მინდა, მსუბუქი წონის ქამრისთვის ისევ ვიბრძოლებ. ილია ენას არ აჩერებს და თუ ასე გააგრძელებს, გავანადგურებ. ახალი სახეები, ახალი გამოწვევები კარგია… ილია ახალი სახეა. ხალხი იტყვის, რომ ის ახალი გამოწვევაა, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ,” – თქვა ვოლკანოვსკიმ. დღეს ვოლკანოვსკიმ […]
თოფურია ვოლკანოვსკიზე: ,,მისი პატარა თავის დამტვრევა შემიძლია”
ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ, ალექსანდრ ვოლკანოვსკის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ ,,მატადორს” მასზე არანაირი შთაბეჭდილება არ მოუხდენია: ,,მასზე შთაბეჭდილებას მაშინ მოვახდენ, როცა ოქტაგონზე მუშტს დავარტყამ, ის კი იტყვის: ,,გამიყვანეთ აქედან, დამეხმარეთ!” უდავოა, რომ ვოლკანოვსკი ჩემნაირს აქამდე არავის შეხვედრია. მე არავის გაოცება არ მჭირდება, ვიცი, რასაც წარმოვადგენ და ვიცი, რომ მისი პატარა თავის დამტვრევა […]
“ნამდვილი ომი” – ელვეს ბრენერი ქუთათელაძესთან ბრძოლაზე საუბრობს
ქართველმა UFC-ის მებრძოლმა გურამ ქუთათელაძემ ელვეს ბრენერის წინააღმდეგ დასანანი მარცხი განიცადა. “ქართველი ვიკინგი” ბრაზილიელმა მეტოქემ ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ორი რაუნდის განმავლობაში ქუთათელაძე დომინირებდა, რაც შემდგომ მსაჯების შეფასებებშიც გამოიხატა. ბრძოლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა ელვეს ბრენერმა, რომელმაც გურამი შეაქო და მის მიმართ პატივისცემა გამოხატა. “ნამდვილი ომი. მადლობა ბრძოლისთვის! ძალიან ძლიერი ბიჭი ხარ. შენთან ოქტაგონის […]
ევროპული თამაშები | კიკბოქსიორი ლუკა შონია ფინალში იასპარეზებს
პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მიმდინარე მესამე ევროპულ თამაშებზე, ქართველი სპორტსმენები წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობენ. კიკბოქსიორმა ლუკა შონიამ 1/2-ფინალურ დაპირისპირებაში პოლონელი მეტოქე დიდი უპირატესობით დაამარცხა და მესამე ევროპული თამაშების ფინალში იასპარეზებს. ფინალური შეხვედრა 2 ივლისს გაიმართება. კიდევ ერთი ქართველი კიკბოქსიორი – ზურაბ ივანიაძე, 86 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
UFC 292 | სეხუდო ბრძოლას ჩაეხსნა
UFC 292-ის ივენთზე, ჰენრი სეხუდოსა და ჩიტო ვერას დაპირისპირება უნდა გამართულიყო, თუმცა, ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, სეხუდო ბრძოლას ჩაეხსნა. Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე ჰენრი სეხუდომ პოსტი განათავსა, რომელშიც აღნიშნავს, რომ მხრის ტრავმის გამო, 19 აგვისტოს გასამართ ბრძოლაში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მერაბ დვალიშვილისა და ჰენრი სეხუდოს ბრძოლა კიდევ უფრო რეალური გახდა. სეხუდომ “მანქანასთან” ბრძოლის […]
ლაშა გურულმა პარიზის ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა
ქართველი მოკრივე ლაშა გურული პოლონეთში მიმდინარე ევროპული თამაშების ნახევარფინალში იბრძოლებს. ლაშა 63,5 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს. ამ მიღწევით გურულმა ევროპული თამაშების ბრინჯაოს მედალი გაინაღდა. აღსანიშნავია, რომ ამასთან ერთად ქართველმა მოკრივემ 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის საგზურიც მოიპოვა. ნახევარფინალში გურულის მეტოქე უნგრელი რიჩარდ კოვაჩი იქნება. მათი დაპირისპირება 30 ივნისს არის ჩანიშნული.