“კვარას და ოსიმენის თამაშის შანსი დაბალია” – იტალიური მედია ნაპოლის სეზონის პირველ მატჩზე საუბრობს
20 ივლისს იტალიის სერია A-ს მოქმედი ჩემპიონი “ნაპოლი” დიმაროში მიმდინარე წინასასეზონო მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში პირველ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. იტალიის აწ უკვე 3-გზის ჩემპიონი ნახევრადსამოყვარულო კლუბ “ანუანე ვალ დი ნონს” დაუპირისპირდება და შეხვედრა თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. იტალიური მედიის ინფორმაციით, აღნიშნულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია დიდი ალბათობით არ ითამაშებს, ისევე როგორც წინა სეზონში გუნდის […]
ხუან კუადრადო ინტერის ფეხბურთელია
ტურინის ,,იუვენტუსის” ყოფილი ნახევარმცველი, ხუან კუადრადო კარიერას ,,ინტერში” გააგრძელებს. ინფორმაციას ,,ნერაძურის” ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. კოლუმბიელმა მილანურ გუნდთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ხელფასის სახით 2 მილიონ ევროს მიიღებს. კუადრადომ გასულ სეზონში ,,იუვენტუსის” მაისურით ჩატარებულ 47 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.
“არ შემეძლო ეს დიდი ტრადიცია არ გამეგრძელებინა” – ონანამ მანჩესტერში ტრანსფერი დაადასტურა
კამერუნელმა მეკარემ, ანდრე ონანამ იქამდე, ვიდრე ამას კლუბები ოფიციალურად დაადასტურებდნენ, მილანის “ინტერიდან” “მანჩესტერ იუნაიტედში” ტრანსფერი თავად გააცხადა. ეს 27 წლის ფეხბურთელმა იტალიიდან დიდ ბრიტანეთში გამგზავრებამდე, La Gazetto dello Sport-თან ინტერვიუში გაამხილა. “მთავარი ის არის, რომ თუ დავრჩებოდი, თანაბრად ბედნიერი ვიქნებოდი, რადგან “ინტერში” პრობლემები არასდროს მქონია. მართლაც, ჯადოქრობა დაიბადა მილანში, რომლის ახსნაც ძალიან რთულია. “მანჩესტერ იუნაიტედში” […]
იტალიური მედია საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის, საბა საზონოვის “უდინეზეში” პოტენციური ტრანსფერის შესახებ წერს. “მცველი, რომელიც როდრიგო ბეკაოს შეცვლის, შესაძლოა რუსეთიდან მოვიდეს. დაკვირვების ქვეშ მყოფი ფეხბურთელი საბა საზონოვია. ნამდვილი კოლოსი, იმის გათვალისწინებით, რომ ის თითქმის ორი მეტრია და ჯერ კიდევ ოცდაერთი წლისაა. ამ ტრანსფერის სანაცვლოდ გადასახდელი თანხა 3 მილიონ ევროს შეადგენს. ვნახოთ, სერიოზულად არის თუ არა დაინტერესებული უდინეური […]
2-წლიანი სასამართლო პროცესისა და სექსუალური სკანდალის შემდეგ, ბენჟამინ მენდი ფეხბურთს უბრუნდება. 29 წლის მარცხენა მცველი, რომელთანაც “მანჩესტერ სიტიმ” კონტრაქტი გაწყვიტა, სამშობლოში ბრუნდება და საფრანგეთის ჩემპიონატში ითამაშებს. Benjamin Mendy signe deux ans au FC Lorient. Le communiqué ➡️ https://t.co/upslF01fWp pic.twitter.com/KzuQSLVD4f — FC LORIENT 🐟 (@FCLorient) July 19, 2023 ამიერიდან, ბენჟამინ მენდი ლიგა 1-ის წარმომადგენელი “ლორიენის” ფეხბურთელი […]
“განახლების შესაძლებლობა კვარას შესანარჩუნებლად” – იტალიური მედია პოტენციური კონტრაქტის შესახებ საუბრობს
იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “ნაპოლის” და კონკრეტულად, კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს, გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შენარჩუნება სურს და საამისოდ, 22 წლის ქართველი ფეხბურთელისთვის განახლებული კონტრაქტის შეთავაზებას აპირებს. Gazzetta dello Sport-ის ცნობით, “ნაპოლის” საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის სულ მცირე 2028 წლამდე შენარჩუნება სურს და ამ დრომდე სატრანსფერო შემოთავაზებებისგან მის დაბლოკვას აპირებს. საამისოდ, დე ლაურენტისის გუნდს […]
ოფიციალურად | ბარსელონამ ორიოლ რომეუ დაიმატა
31 წლის ესპანელი ნახევარმცველი – ორიოლ რომეუ “ბარსელონაში” დაბრუნდა. რომეუ “ბარსელონაში” “ჟირონადან” 6 მილიონის სანაცვლოდ გადავიდა. ორიოლ რომეუმ კარიერა “ბარსელონაში” დაიწყო და იგი სწორედ კატალონიური კლუბის აღზრდილია. კატალონიური კლუბის დატოვების შემდეგ კი მან კარიერა ლონდონის “ჩელსიში” გააგრძელა, შემდეგ კი წლების განმავლობაში ჯერ “ვალენსიაში”, შემდეგ “შტუტგარტში”, “საუთჰემპტონსა” და ბოლოს “ჟირონაში” თამაშობდა. 31 წლის ნახევარმცველმა “ბარსელონასთან” 3 […]
ჟორდი ალბა კარიერას ინტერ მაიამიში გააგრძელებს
კატალონიის ,,ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი, ჟორდი ალბა ,,ინტერ მაიამიში” ითამაშებს. ამერიკული გუნდის მფლობელის, ხორხე მასის თქმით, ესპანელი მცველი კლუბთან კონტრაქტს დღეს გააფორმებს. ,,ინტერ მაიამიმ” რამდენიმე დღის წინ ალბას ყოფილი თანაგუნდელების – ლეო მესისა და სერხიო ბუსკეტსის ტრანსფერები დაადასტურა, დღეს კი დაიწერა, რომ გუნდი ლუის სუარესის გაფორმებასთანაც ახლოსაა. ალბამ გასულ სეზონში ,,ბარსელონას” მაისურით ჩატარებულ 30 შეხვედრაში 2 […]
ინტერ მაიამიმ, შესაძლოა, ლუის სუარესიც გაიფორმოს
,,გრემიოს” თავდამსხმელის, ლუის სუარესის ტრანსფერით ,,ინტერ მაიამი” ინტერესდება. ინფორმაციას TyC Sports-ის ჟურნალისტი, გასტონ ედული ავრცელებს. წყაროს ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და ურუგვაელი ამერიკულ გუნდში გადასვლასთან ახლოსაა. ,,ინტერ მაიამიმ” რამდენიმე დღის წინ სუარესის ყოფილი თანაგუნდელები – ლეო მესი და სერხიო ბუსკეტსი გაიფორმა. მიმდინარე სეზონში 36 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე ბრაზილიის ჩემპიონატში ჩატარებულ 12 შეხვედრაში 4 […]
ბაიერნმა ამხანაგური მატჩის პირველ ტაიმში 18:0 მოიგო | VIDEO
რაშფორდმა მანჩესტერთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
,,მანჩესტერ იუნაიტედის” შემტევმა, მარკუს რაშფორდმა ,,წითელ ეშმაკებთან” ხელშეკრულება 2028 წლამდე გაახანგრძლივა. ინგლისური მედიის ცნობით, ახალი კონტრაქტის თანახმად, 25 წლის ფეხბურთელის ანაზღაურება კვირაში 325 ათასი ფუნტი იქნება. ,,მანჩესტერ იუნაიტედში 7 წლის ასაკში ოცნებით მოვედი. ამ წარმოუდგენელ გუნდში თამაშით უკვე დიდი გამოცდილება მივიღე, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი მაქვს გასაკეთებელი და მინდა, რომ ტიტულები მოვიგო. გარწმუნებთ, ყველაფერს გავაკეთებ […]
ბაიერნმა კიმის ტრანსფერი დაადასტურა
,,ნაპოლის” ყოფილი მცველი, კიმ მინ-ჯე კარიერას მიუნხენის ,,ბაიერნში” გააგრძელებს. ინფორმაციას რეკორდაისტერის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. სამხრე კორეელმა გერმანულ გუნდთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და ახალ კლუბში 3-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ,,ბაიერნში თამაში ყველა ფეხბურთელის ოცნებაა. აქ განვითარებას გავაგრძელებ. კლუბის წარმომადგენლებთან საუბრისას, თავიდანვე ცხადი იყო, რამდენად იყვნენ ისინი ჩემით დაინტერესებულნი. ჩემი მთავარი მიზანი ბევრი მატჩის ჩატარებაა, გარდა ამისა, […]