ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი 2023 – ყველაფერი მუნდიალის შესახებ
2023 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში, 20 ივლისს აიღებს სტარტს და 20 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. მუნდიალის გახსნით შეხვედრაში, თანამასპინძელი ახალი ზელანდიისა და ნორვეგიის დაპირისპირება შედგება. ორგანიზატორების ვარაუდით, 2023 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი წინამორბედებისგან მკვეთრად გამორჩეული და ყველაზე პომპეზური იქნება. მუნდიალს ოკეანეთის ქვეყნები ავსტრალია და ახალი ზელანდია უმასპინძლებენ – გახსნითი მატჩი 20 ივლისს, ხოლო ფინალი ზუსტად […]
მესი მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს არ აპირებს
არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ლეო მესიმ, განაცხადა, რომ მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში მის გეგმებში არ შედის: ,,ვფიქრობ, მომავალ მუნდიალზე არ ვითამაშებ. ეს ჩემთვის ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი იყო. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ, ალბათ, შემდეგ მუნდიალზე არ ვითამაშებ,” – მესის სიტყვებს Marca ციტირებს. კატარში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც მესი არგენტინის ნაკრებთან ერთად ჩემპიონი გახდა, ლეოსთვის კარიერაში […]
ბიელსა ბრუნდება – სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია!
“მარსელისა” და “ლიდსის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი – მარსელო ბიელსა, სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება. გავრცელებული ინფორმაციით, მარსელო ბიელსა ურუგვაის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ჩაიბარებს. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს. წყაროს მტკიცებით, ურუგვაის ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსანი – ხორხე კასალესი ადასტურებს, რომ სიტყვიერი შეთანხმების მიღწევის შემდეგ, ბიელსა კონტრაქტს რამდენიმე საათში მოაწერს ხელს.
“სისულელეა, მათთან არასდროს მისაუბრია” – კარლო ანჩელოტი
მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი – კარლო ანჩელოტი, პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და აღნიშნავს, რომ ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან არასდროს უსაუბრია. გასული თვის განმავლობაში ესპანური და ბრაზილიური მედია საშუალებები აქტიურად აპელირებდნენ იმის შესახებ, რომ ბრაზილიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად კარლო ანჩელოტი განიხილებოდა. ერთ-ერთი ტაბლოიდი კონკრეტულ თარიღსაც კი ასახელებდა, თუ როდის უნდა გაეცა იტალიელ სპეციალისტს საბოლოო პასუხი. პრესის […]
მარსელო ბიელსა ურუგვაის ნაკრებთან მოლაპარაკებებს მართავს
ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მარსელო ბიელსა ურუგვაის მწვრთნელობასთან ძალიან ახლოს არის. უკვე ორი კვირაა მხარეები მოლაპრაკებებს მართავენ და ახლა პროცესი დასკვნით ფაზაშია. ხოაკინ ბრუნოს მიხედვით, ბიელსამ და ურუგვაულმა მხარემ სიტყვიერ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. ჩილეს შემდეგ, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ბიელსა სამხრეთ ამერიკულ ნაკრებს ჩაიბარებს. აქამდე მას ევერტონთან აკავშირებდნენ. ინგლისურ მედიაში აქტიურად იწერებოდა, […]
კოლო მუანი: “ამ გოლს შეეძლო ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეეცვალა…”
საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და ფრანკფურტის “აინტრახტის” ფორვარდმა – კოლო მუანიმ, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში 100%-იანი საგოლე მომენტი გაიხსენა. შეგახსენებთ, რომ მაშინ, როდესაც ფინალში ანგარიში 3:3 იყო, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, კოლო მუანს ყველაფრის დასრულება შეეძლო, თუმცა მას ერთი-ერთზე დარჩენილმა ემილიანო მარტინესმა აჯობა, საბოლოოდ მსოფლიო ჩემპიონატის ტიტული კი არგენტინას დარჩა. “ამ […]
კომპანია ბეთლაივმა ბრენდ ამბასადორად ორი გამორჩეული ახალგაზრდა სპორტსმენი – სანდრო მამუკელაშვილი და დავით ნინიაშვილი წარადგინა. ქართული სპორტის მხარდაჭერის პროცესში, კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს გლობალურ ასპარეზზე წარმატებულ ქართველ სპორტსმენებთან და მათთან ერთად არაერთ საინტერესო კამპანიას გეგმავს. ბეთლაივში აცხადებენ, რომ ბრენდ ამბასადორების წარდგენა ქართულ სპორტთან ურთიერთკავშირის მორიგი მაგალითი იქნება. რაგბის კავშირის, ძიუდოსა და ჩოგბურთის ფედერაციების სპონსორის როლში, კომპანია […]
ფიფამ მსოფლიო ჩემპიონატის ახალი ფორმატი დაამტკიცა
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიო ჩემპიონატის ახალი ფორმატი დაამტკიცა. ინფორმაციას ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას 48 გუნდი მიიღებს. თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ ნაკრებები 16 3-გუნდიან ჯგუფში გადანაწილდებოდნენ, თუმცა ოფიციალურ პირებს არ მოსწონდათ ის ფაქტი, რომ ზოგიერთ ნაკრებს ტურნირზე მხოლოდ 2 მატჩის ჩატარება მოუწევდათ. ამიტომ, ახალი გადაწყვეტილებით, 12 ოთხგუნდიანი ჯგუფი გაკეთდება. პირველად ისტორიაში 2026 […]
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ახალი ფორმატით ჩატარდება
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე არა 32, არამედ 48 ნაკრები იასპარეზებს. The Athletic-ის ცნობით, აღნიშნულ ფორმატს ხუთშაბათს რუანდის დედაქალაქ კიგალიში დაამტკიცებენ. საინტერესოა, რომ თავდაპირველი ვერსიით, მუნდიალზე სამგუნდიანი ჯგუფები უნდა შექმნილიყო, მაგრამ ამ ვარიანტს ერთი დიდი მინუსი ჰქონდა. დიდი იყო იმის ალბათობა, რომ ბოლო ტურში უკვე გუნდებისთვის შედეგები ცნობილი იქნებოდა და თამაშის მიმართ ინტერესიც გაქრებოდა. […]
სუარესი: ,,თუ ბრაზილიას მომავალი მუნდიალის მოგება სურს, მაშინ უნდა გააკეთოს ის, რაც არგენტინამ ლეოს გაუკეთა”
,,გრემიოს” თავდამსხმელი, ლუის სუარესი მიიჩნევს, რომ ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შემტევი, ნეიმარი, მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს: ,,მჯერა, რომ ნეიმარი მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს. მასთან ამ თემაზე არ მილაპარაკია, მაგრამ, ვფიქრობ, რომ უნდა ეცადოს. 34 წლის იქნება? მესიმ 35 წლის ასაკში მიაღწია იმას, რაც სურდა. თუ ბრაზილიას მომავალი მუნდიალის მოგება სურს, მაშინ მათ უნდა გააკეთონ ის, რაც არგენტინამ […]
ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების ხსენებისას, თვალწინ ყველას მბზინვარე ყვითელი ფორმა წარმოგვიდგება, რომელიც უკვე წლებია “პენტაკამპეონებთან” ასოცირდება. აღნიშნული ფორმის გარდა, სამხრეთ ამერიკელები ლურჯი ფორმითაც ასპარეზობენ, რომელსაც ძირითადად გასვლით შეხვედრებში ირგებენ. ცოტა ხნის წინ, ბრაზილიელმა ჟურნალისტმა ანდრე რიზეკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისტორიაში პირველად მათი ნაკრები მწვანე ფერის ფორმით იასპარეზებს. სამხრეთ ამერიკელები აღნიშნული მაისურით გულშემატკივრის წინაშე “არენა დე ამაზონიაზე” […]