მაიამის მასტერსი დაიწყო – ტურნირის 1/64 ფინალური ეტაპის არაერთი შეხვედრა უკვე გაიმართა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელმაც ახლახანს დოჰაში ჩემპიონობა იზეიმა, საქმეში ხვალიდან ჩაერთვება. საუკეთესო ქართველი ჩოგბურთელის პირველი მეტოქეც ცნობილია.
იქიდან გამომდინარე, რომ ბასილაშვილი მაიამიში განთესილია – ის ასპარეზობას მეორე წრიდან იწყებს. ნიკოლოზის მეტოქე შვედი, მიკაელ იმერია. მსოფლიოს 96-ე ჩოგანი მაიამის ძირითად ბადეში საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოხვდა.
ბასილაშვილს კარიერაში აღნიშნულ მოწინააღმდეგესთან არასდროს უთამაშია. იმერის ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, ქართველს, სავარაუდოდ, საკმაოდ სერიოზული მეტოქე, ალექსანდრ ზვერევი ელის. გერმანელი 1/32-ფინალში ფინელ, ემილ რუუსუვუორის (83) შეხვდება და წესით გამარჯვება არ უნდა გაუჭირდეს.