UFC-ს ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო მებრძოლმა, ირლანდიელმა – კონორ მაკგრეგორმა, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც გულშემატკივრებს აცნობა, რომ იგი “მანჩესტერ იუნაიტედის” შეძენით არის დაინტერესებული.
Hey guys, I’m thinking about buying Manchester United!
What do you think?— Conor McGregor (@TheNotoriousMMA) April 20, 2021
მან ეს პოსტი მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ცნობილი გახდა, რომ მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელი – ედ ვუდვორდი, თანამდებობიდან გადადგა.
საინტერესოა, ირლანდიელი სპორტსმენის პოსტი იუმორით იყო დაწერილი თუ იგი მართლა დაინტერესებულია პრემიერ ლიგური გრანდის შეძენით.