დღეს ჰელოუინია და ყველა ამ დღისთვის ემზადება, მათ შორის ფეხბურთელებიც, რომლებმაც კოსტიუმები უკვე მოირგეს.
შემოგთავაზებთ რამდენიმე მათგანს:
#1 ხერარდ პიკე
ხერარდ პიკე და მისი მეუღლე შაკირა. “ბარსელონას” მცველს უცნაური ნიღაბი უკეთია.
# დანი ალვეში და ნეიმარი
ბრაზილიელი ვარსკვლავების სახალისო კოსტიუმები
#3 დრენს მერტენსი და მისი მეუღლე
“ნაპოლის” შემტევმა და მისმა მეუღლემ საინტერესო სცენა გაითამაშეს. მერტენსის მეუღლემ “ნაპოლის” კიდევ ერთი ლიდერის, მარეკ ჰამშიკის ფორმა მოირგო, ხოლო თავად მერტენსმა ლორენცო ინსინიეს დასცინა.
#4 ლუის გარსია
ვეტერანი ესპანელი ფეხბურთელი, “ლივერპულის” ნახევარმცველი, ლუის გარსია თეთრი აჩრდილის როლში მოგვევლინა.
#5 პატრის ევრა
ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა საშიში ზომბის როლი მოირგო.
‘I’m crazy but I love it’ – Patrice Evra has WON Halloween! 😂 pic.twitter.com/dmmeuDaHYC
— Goal (@goal) November 1, 2017