ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის F ჯგუფის პირველი ტურის მეორე და მთლიანად სათამაშო კვირის ერთ-ერთ ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს გერმანიისა და საფრანგეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.
მატჩს გერმანია, კერძოდ კი ბავარიის დედაქალაქი მიუნხენი და “ალიანს არენა” უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით – 23:00 საათზე დაიწყება.
უკვე ცნობილია გუნდების ძირითადი შემადგენლობები, რომლებიც შემდეგნაირად გამოიყურება:
გერმანიის ნაკრები: ნოიერი – გინტერი, ჰუმელსი, რუდიგერი – კიმიხი, გიუნდოგანი, კროოსი, გოსენსი – მიულერი, ჰავერტსი – გნაბრი. (3-4-1-2).
მთავარი მწვრთნელი: იოაჰიმ ლიოვი (გერმანელი, 61 წლის).
საფრანგეთის ნაკრები: ლორისი – პავარი, ვარანი, კიმპემბე, ერნანდესი – პოგბა, რაბიო, კანტე – გრიზმანი – მბაპე – ბენზემა. (4-3-1-2).
მთავარი მწვრთნელი: დიდიე დეშამი (ფრანგი, 52 წლის).