UEFA-მ ოფიციალურად მიმართა ფეხბურთელებს, რომ პრესკონფერენციებზე ბოთლების გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. აღნიშნული განცხადება EURO 2020-ის დირექტორმა, მარტინ კალენმა გააკეთა:
“ამის გათვალისწინება აუცილებელია, რადგან სპონსორებისგან მიღებული შემოსავალი ტურნირისთვისა და ევროპული ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანია.”
როგორც იცით, ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი სპონსორები “კოკა-კოლა” და “ჰაინეკენი” არიან. ამ უკანასკნელის ბოთლი პოლ პოგბამ გვერდით გადადგა, ხოლო ეს “ტრენდი” კრიშტიანუ რონალდუმ დაიწყო, როდესაც “კოკა-კოლას” ბოთლები “გადამალა” და ხალხს მოუწოდა, რომ წყალი მიირთვან.
36 წლის პორტუგალიელის ეს საქციელი იტალიელმა ნახევარმცველმა, მანუელ ლოკატელიმაც გაიმეორა.