ლადო ხინჩეგაშვილმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.
ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი დიდი სპორტიდან 30 წლის ასაკში წავიდა.
ლადო გულშემატკივარს სოციალურ ქსელში გავრცელებული წერილით დაემშვიდობა:
ლადო ხინჩეგაშვილი კარიერის მანძილზე ევროპის 3-გზის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალოსანი და მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.