გოგა ბითაძის მორიგი საოცარი მატჩი და ბრწყინვალე სტატისტიკა (ვიდეო)
ნოემბერი 4, 2018 12:34 am
ადრიატიკის ლიგის მორიგი ტურის მატჩში გოგა ბითაძის “მეგა ბემაქსი” ასევე სერბულ “პარტიზანს” დაუპირისპირდა და 74-81 დამარცხდა.
გოგა მარცხის მიუხედავად შეუდარებელი იყო მან პარკეტზე 32:24 წუთი გაატარა და ამ ხნის განმალობაში 28 ქულა, 11 მოხსნა 1 ჩაჭრა და 1 პასი მიითვალა. მისი მარგის ქმედების კოეფიციენტმა კი 43-ს! უწია, რაც რა თქმა უნდა ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი იყო.
“მეგა ბემაქსისთვის” ეს 6 ტურში პირველი მარცხი იყო და სერბები პირველ ადგილს ინარჩუნებენ, მომდევნო ტურის მატჩს კი 9 ნოემბერს სტუმრად, ხორვატულ “ზადარს” დაუპირისპირდებიან