კრიშტიანუ რონალდუ “მანჩესტერ იუნაიტედში” დაბრუნდა – ტრანსფერი ინგლისურმა გუნდმა ოფიციალურად დაადასტურა.
პორტუგალიელმა ფეხბურთელმა “იუნაიტედთან” კონტრაქტი 2023 წლამდე გააფორმა. როგორც ცნობილია, “წითელმა ეშმაკებმა” 36 წლის კრიშტიანუს სანაცვლოდ 28 მილიონი ევრო გადაიხადეს.
რაც შეეხება ხელფასს, რონალდუს ანაზღაურება წელიწადში 29 მილიონი იქნება.
შეგახსენებთ, რომ რონალდუ მანჩესტერელთა რიგებში 2003-2009 წლებში თამაშობდა. მაშინ პორტუგალიელმა 292 მატჩში 118 გოლის გატანა მოახერხა.
Welcome , @Cristiano #MUFC | #Ronaldo
— Manchester United (@ManUtd) August 27, 2021