წარმოშობით ქართველმა, ესპანეთის სახელით მოასპარეზე 2 გზის მსოფლიო ჩემპიონმა – ნიკოლოზ შერაზადიშვილმა, -90 კგ წონითი კატეგორიიდან -100 კგ წონით კატეგორიაში გადაინაცვლა.
რამდენიმე დღის წინ ნიკოლოზ შერაზადიშვილმა, სოციალურ ქსელ “Instagram”-ზე, ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: “თამაშში დაბრუნება, “მძიმე” ამბები იწყება”, რის შემდეგაც კომენტარებში ბელგიელმა ძიუდოისტმა – სამი ჩოუჩიმ უპასუხა: “-100 კგ”?! – სემი ჩოუჩის კი პასუხი ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლუკაშ კრპალეკმა მოწონების თითი დაუწერა.
View this post on Instagram
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ შერაზადიშვილის გზა იდენტურად ვარლამ ლიპარტელიანმაც გაიარა, ვარლამი -90 კგ წონით კატეგორიაში ჭიდაობდა, კარიერის ბოლოს კი -100 კგ წონით კატეგორიაში გადავიდა.
ნიკოლოზ შერაზადიშვილი ესპანეთის სახელით 2-გზის მსოფლიო ჩემპიონია.