“ეს სამარცხვინოა, ჰარი პოტერის შელოცვაც აღარ გვიშველის” – რას წერენ ინგლისელი გულშემატკივრები

წლის ბოლო შეხვედრაში, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ბათუმის ახალ სტადიონზე, ინგლისელი თანატოლები ამხანაგურ დაპირისპირებაში – 3:2 დაამარცხეს.

მატჩის შემდეგ, ინგლისელმა გულშემატკივრებმა სოციალურ ქსელში საინტერესო კომენტარები დაწერეს, რომელთაგანაც გამორჩეულებს შემოგთავაზებთ.

  • “ასეთ დიდ ახალგაზრდულ ნიჭს გამუდმებით კლავენ 21-წლამდე და უფრო ქვედა ასაკში მომუშავე მწვრთნელები”;
  • “ეს სამარცხვინოა”;
  • “სანაკრებო ფეხბურთის ყურება აღარ მიყვარს”;
  • “ჰარი პოტერის შელოცვაც” აღარ გვიშველის (3:0-ის შემდეფ);
  • “საშინელი დაცვა და სავალალო შედეგი”;
  • “მომავალი საქართველოსთვის ნათელია!”
  • “გაათავისუფლეთ ყველა მათგანი და გაუშვით ნაკრებიდან, ჩვენ საქართველოსთან წავაგეთ, ეს აბსოლუტურად სამარცხვინოა”;

“ეს სამარცხვინოა, ჰარი პოტერის შელოცვაც აღარ გვიშველის” – რას წერენ ინგლისელი გულშემატკივრები

სტატიის ავტორი
-