საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში 2021 წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენებისა და მწვრთნელების დაჯილდოვების ცერემონიალი მიმდინარეობს.
2021 წლის საუკეთესო ქალ სპორტსმენად, ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრი – ეთერ ლიპარტელიანი დასახელდა.
ეთერ ლიპარტელიანმა 2021 წელს თელ ავივიდ გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, თბილისის გრანდ სლემზე კი ვერცხლის მედალს დაეუფლა. ასევე ეთერმა 2021 წლის ბოლო – ბრინჯაოს მედალი პარიზში, პარიზის გრანდ სლემზე მოიპოვა.