30 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა – ეკო გორგოძემ, ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპი გამარჯვებით დაიწყო.
ეკომ 21 წლის შვეიცარიელი – ლეონი კიუნგი სამ სეტში: 3:6; 6:1; 3:6 დაამარცხა და ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2 გამარჯვების შემთხვევაში, ქართველი ჩოგბურთელი ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ბადეში იასპარეზებს.
გორგოძე ნახევარფინალურ შეხვედრას 12 იანვარს, თბილისის დროით 03:00 საათზე, ავსტრალიელი – კიმბერლი ბირელის (740 ჩოგანი) წინააღმდეგ ჩაატარებს.