ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ეროვნული ნაკრებების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.
საქართველოს ნაკრებს სარეიტინგო ცვლილებები არ შეხებია, “ჯვაროსნები”1269 ქულით ისევ 86-ე ადგილზე იმყოფებიან.
განახლებულ რეიტინგში, კოპა ამერიკის მოქმედმა ჩემპიონმა არგენტინამ მე-4, ხოლო ინგლისმა მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა.
Live.ge გთავაზობთ განახლებული რეიტინგის პირველი 10-ეულს:
- ბელგია (1828.45 ქულა)
- ბრაზილია (1823.42 ქულა)
- საფრანგეთი (1786.15 ქულა)
- არგენტინა (1766.99 ქულა)
- ინგლისი (1755.52 ქულა)
- იტალია (1740.77 ქულა)
- ესპანეთი (1704.75 ქულა)
- პორტუგალია (1660.25 ქულა)
- დანია (1654.54 ქულა)
- ნიდერლანდები (1653.73 ქულა)
ათეულს მიღმა დარჩა გერმანიის ნაკრები, რომელთა ანგარიშზეც 1648.33 ქულაა და მე-11 ადგილზე იმყოფებიან.