“ლაიფციგი” ზაფხულში კრისტოფერ ნკუნკუს ტრანსფერისთვის მზადაა – გერმანულმა კლუბმა ფეხბურთელის ღირებულებაც დაასახელა.
როგორც მოგეხსენებათ, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი სამიზნე შემდეგ სატრანსფერო ფანჯარაზე ნკუნკუ იქნება – Bild-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი ირკვევა, რომ “წითელ ეშმაკებს” ფრანგი შემტევი ნახევარმცველის სანაცვლოდ 75 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.
ნკუნკუს “ლაიფციგთან” ხელშეკრულება 2024 წლის ივნისში ეწურება. 24 წლის ფეხბურთელი საოცარ სეზონს ატარებს – ყველა ტურნირზე მან 33 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 22 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ნკუნკუს საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში ჯერ არ უთამაშია – მას კონგოს მოქალაქეობაც აქვს, თუმცა აფრიკელებს კრისტოფერმა უარი უთხრა.