ერიკ ტენ ჰააგის დანიშვნის შემდეგ, “მანჩესტერ იუნაიტედში” დიდი ცვლილელები იწყება. ნიდერლანდელი სპეციალისტი გუნდიდან არაერთი ფეხბურთელის გაშვებას აპირებს.
დღეს გავრცელებული ინფორმაციით, “წითელი ეშმაკები” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აარონ ვან-ბისაკას ტრანსფერზე დააყენებენ. ცნობილია, რომ ინგლისელი მარჯვენა მცველი ტენ ჰააგის გეგმებში არ შედის. ვან-ბისაკას გადაბირებით მადრიდის “ატლეტიკოა” დაინტერესებული.
მიმდინარე სეზონში ვან-ბისაკამ მანჩესტერელთა რიგებში 26 მატჩი ჩაატარა. 24 წლის ფეხბურთელს გუნდთან კონტრაქტი 2024 წლის ივნისამდე აკავშირებს. შეგახსენებთ, რომ აარონი “იუნაიტედმა” 2 წლის წინ, “კრისტალ პალასიდან”, 55 მილიონ ევროდ დაიმატა.