8-10 ივლისს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული გრანდ სლემი, ბუდაპეშტის გრანდ სლემი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები 13 სპორტსმენით იჭიდავებს.
ბუდაპეშტის გრანდ სლემს უძლიერესი შემადგენლობით ესტუმრება იაპონიის ეროვნული ნაკრებიც. იაპონელები 13 სპორტსმენით იჭიდავებენ, აქედან 6 მამაკაცია ხოლო 7 ქალი.
იაპონიის ნაკრების შემადგენლობა ბუდაპეშტის გრანდ სლემისთვის
-66 კგ: ჰიფუმი აბე
-73 კგ: სოიჩი ჰაშიმოტო
-81 კგ: სოტარო ფუჯივარა
-90 კგ: სანშირო მურაო
-100 კგ: კენტარო იიდა
+100 კგ: ტატსურუ საიტო
-48 კგ: ფუნა ტონაკი
-57 კგ: ჰარუკა ფუნაკუბო
-63 კგ: მეგუმი ჰორიკავა
-70 კგ: შიშო ტანაკა, საკი ნიიზოე
-78 კგ: შორი ჰამადა
+78 კგ: ვაკაბა ტომიტა.
2022 წლის ბუდაპეშტის გრანდ სლემი საოცრებებს გვპირდება. ამ შეჯიბრზე თითქმის ყველა ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით იასპარეზებს. სწორედ ბუდაპეშტის გრანდ სლემისთვის, ტატამზე დაბრუნდება – ტედი რინერი.