საქართველოს საკალათბურთო ნაკრები იტალიაში გაემგზავრა, სადაც მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩი მასპინძელ იტალიასთან უნდა ითამაშოს, ხოლო 1 სექტემბრიდან საკუთარ დედაქალაქ თბილისში ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩებს უნდა უმასპინძლოს.
ტრავმის სირთულის მიუხედავად, საქართველოს ნაკრების კაპიტანი – თორნიკე შენგელია, ნაკრებს იტალიაში გაჰყვა.
![თორნიკე შენგელია საქართველოს ნაკრებს იტალიაში გაჰყვა 1 თორნიკე შენგელია საქართველოს ნაკრებს იტალიაში გაჰყვა 1](https://www.live.ge/wp-content/uploads/2022/08/300248261_865221604444937_6287771265594610160_n-1024x1024.jpg)
შეგახსენებთ, რომ იტალია – საქართველოს მატჩი 27 აგვისტოს, იტალიაში, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ფოტო: თენგიზ პაჭკორია