EJU: “ბექაურმა ძმები ბორჩაშვილები დაამარცხა და შეჯიბრი ტრიუმფით დაასრულა…”

ევროპის ძიუდოს კავშირი (EJU) ტატამზე ლაშა ბექაურის დაბრუნებასა და ტრიუმფს ეხმაურება. EJU-ს სტატიაში აღნიშნულია, რომ ოლიმპიურმა ჩემპიონმა ტიტულის მოსაპოვებლად გზად ძმები ბორჩაშვილები დაამარცხა, რომლებიც წარმოშობით ქართველები არიან.

-90 კგ კატეგორიაში აჟიოტაჟი გამოიწვია ავსტრიელი ოლიმპიური ბრინჯაოს მედალოსნის – შამილ ბორჩაშვილის ამ წონით კატეგორიაში ასპარეზობამ, რადგან იგი ასპარეზობს -81 კგ წონით კატეგორიაში და მიუხედავად ცდისა, ის მძიმედ დამარცხდა მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონ – ლაშა ბექაურთან, რომელიც ტატამზე საბოლოოდ დაბრუნდა. სამაგიეროდ, ბადის მეორე მხარეს დავინახეთ, რომ ვაჩიდ ბორჩაშვილი ფინალში გავიდა, სადაც ბექაურთან დამარცხდა. ლაშა ბექაური დაბრუნდა, რომელმაც დღეს თავის ქვეყანას ოქრო აჩუქა. სასიამოვნო იყო მისი დაბრუნების ხილვა…“.

შეგახსენებთ, რომ რომ 404 დღიანი პაუზის შემდეგ ტატამს ოლიმპიური ჩემპიონი – ლაშა ბექაური დაუბრუნდა, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ არ უჭიდავია.

ტატამზე დაბრუნება კი ოქროს მედლით აღნიშნა.

EJU: “ბექაურმა ძმები ბორჩაშვილები დაამარცხა და შეჯიბრი ტრიუმფით დაასრულა…”

სტატიის ავტორი
-