დღეს, 8 ოქტომბერს, უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე ჩატარდა. ტატამზე მამაკაცებში -73 კგ, ქალებში კი -57 კგ წონითმა კატეგორიებმა იასპარეზეს.
2022 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს, -73 კგ წონით კატეგორიაში, მონაწილეობა ლაშა შავდათუაშვილმა მიიღო, რომელიც დამამშვიდებელში ბრაზილიელ მეტოქესთან დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონატი უმედლოდ დაასრულა. ასევე მსოფლიო ჩემპიონატი უმედლოდ დაასრულა ეთერ ლიპარტელიანმა.
9 ოქტომბერს კი მსოფლიო ჩემპიონატის IV საშეჯიბრო დღე აიღბს სტარტს, სადაც საქართველოს ნაკრების სახელით მოქმედი ევროპის ჩემპიონი – ტატო გრიგალაშვილი იასპარეზებს.
-81 კგ წონითი კატეგორია
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, -81 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ღირსებას, მოქმედი ევროპის ჩემპიონი – ტატო გრიგალაშვილი დაიცავს.
ტატო A ბადეში განთესილი იქნება, შესაბამისად ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ერთვება, სადაც მისი მეტოქე, ფრანგ – უმარ ალფა დიალოსა და პოლონელ – პაველ დრიმალს შორის გაირკვევა.
1/8 ფინალში გასვლის შემთხვევაში კი ტატოს მეტოქე აშშ-ს წარმომადგენელ – ნიკოლას იონეზუკასა და გერმანულ-დომინის რესპუბლიკურ დაპირისპირებაში გამარჯვებული იქნება.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ თუ ტატო 1/4 ფინალში გასვლას შეძლებს, მისი სავარაუდო მეტოქე, ორ უძლიერეს ძიუდოისტ, ბელგიელ – სამი ჩოუჩისა და იაპონელ – ტაკანორი ნაგასეს შორის გამარჯვებული იქნება.
ტატო გრიგალაშვილთან ერთად -81 კგ წონითი კატეგორიის ფავორიტები
- ტაკანორი ნაგასე (იაპონია)
- გილერმე შმიდტი (ბრაზილია)
- საგი მუკი (ისრაელი)
- საიდ მოლაი (აზერბაიჯანი)
- მატიას კასე (ბელგია)
- ვედატ ალბაირაქი (თურქეთი)
- შაროფიდდინ ბოლტაბოევი (უზბეკეთი)
- სოტარო ფუჯივარა (იაპონია)
წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 09:00 საათზე, ფინალური ბლოკი კი 16:00 საათზე დაიწყება.