ნიდერლანდების ნაკრების ლიდერი, მემფის დეპაი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე პირველი ტურის შეხვედრას გამოტოვებს.
ყატარში მიმდინარე მუნდიალის პირველი ტურის შეხვედრაში, ნიდერლანდების ნაკრები სენეგალს დაუპირისპირდება. B ჯგუფის აღნიშნულ მატჩში ევროპელებს ცენტრალური თავდამსხმელი ბარძაყის ტრავმის გამო ვერ დაეხმარება.
ნიდერლანდებისა და სენეგალის ნაკრების დაპირისპირება “ალ თუმამას” სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.