3-4 დეკემბერს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, ტოკიოს გრანდ სლემი აიღებს სტარტს, სადაც საქართველოს ნაკრების სახელით 6 სპორტსმენი იჭიდავებს, საიდანაც 5 გოგო იქნება, კაცებიდან კი მხოლოდ ერთი – ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი – ლაშა ბექაური იჭიდავებს.
-90 კგ
ლაშა ბექაური A ბადეში განთესილი იქნება, შესაბამისად ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე, სამხრეთ კორეელ – დონჰვან გვაკსა და აშშ-ს წარმომადგენელ – ხერონიმო საუკედოს შორის გამარჯვებული იქნება.
1/4-ფინალში გასვლის შემთხვევაში კი ლაშა ბექაურის სავარაუდო მეტოქე, იაპონელი – სოიჩირო მუკაი იქნება.
![ტოკიოს გრანდ სლემი - ქართველი ფალავნების მეტოქეები ცნობილია | პრევიუ 1 ტოკიოს გრანდ სლემი - ქართველი ფალავნების მეტოქეები ცნობილია | პრევიუ 1](https://www.live.ge/wp-content/uploads/2022/12/lasha-beqauri.png)
-57 კგ
-57 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანი და ნინო ლოლაძე იჭიდავებენ.
ეთერი A ბადეში განთესილია და ასპარეზობას მეორე ეტაპიდან იწყებს, თუმცა პირველივე ბრძოლაში მისი სავარაუდო მეტოქე, იაპონელი – ცუნაკა იოშიდა იქნება, რომელიც ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოსმედალოსანი და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონია.
![ტოკიოს გრანდ სლემი - ქართველი ფალავნების მეტოქეები ცნობილია | პრევიუ 2 ტოკიოს გრანდ სლემი - ქართველი ფალავნების მეტოქეები ცნობილია | პრევიუ 2](https://www.live.ge/wp-content/uploads/2022/12/ethera.png)
რაც შეეხება ნინო ლოლაძეს, ნინო C ბადეში განუთესავია და ასპარეზობაში პირველივე ეტაპიდან ერთვება, სადაც გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელ – მაიტა მოჰამედს შეხვდება. მისი დამარცხების შემთხვევაში კი მეორე ეტაპზე გავა, სადაც გერმანელი მეტოქე – პაულინე სტარკეს დაუპირისპირდება.
![ტოკიოს გრანდ სლემი - ქართველი ფალავნების მეტოქეები ცნობილია | პრევიუ 3 ტოკიოს გრანდ სლემი - ქართველი ფალავნების მეტოქეები ცნობილია | პრევიუ 3](https://www.live.ge/wp-content/uploads/2022/12/lola.png)
-63 კგ
-63 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ღირსებას – ეთერ ასკილაშვილი დაიცავს.
ეთერი C ბადეში განუთესავია, შესაბამისად ასაპრეზობაში პირველი ეტაპიდან ერთვება და მას ავსტრალიელი მეტოქე – მაევი კოლანი ეყოლება. ავსტრალიული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, ქართველი ფალავანი პოლონელ – ანჟელიკა შიმანსკას შეხვდება.
![ტოკიოს გრანდ სლემი - ქართველი ფალავნების მეტოქეები ცნობილია | პრევიუ 4 ტოკიოს გრანდ სლემი - ქართველი ფალავნების მეტოქეები ცნობილია | პრევიუ 4](https://www.live.ge/wp-content/uploads/2022/12/askila.png)
-70 კგ
-70 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების ღირსებას ნინო გულბანი დაიცავს.
გულბანი A ბადეში განუთესავი იქნება, შესაბამისად ასპარეზობაში პირველივ ეტაპიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე, რუმინელი – სერაფიმა მოსკალუ იქნება. რუმინული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი, ქართველი ფალავანი ნიდერლანდელ – ჰილდე იაგერს დაუპირისპირდება.
![ტოკიოს გრანდ სლემი - ქართველი ფალავნების მეტოქეები ცნობილია | პრევიუ 5 ტოკიოს გრანდ სლემი - ქართველი ფალავნების მეტოქეები ცნობილია | პრევიუ 5](https://www.live.ge/wp-content/uploads/2022/12/gqhlbani.png)
+78 კგ
და ბოლოს, ტრადიციულად, +78 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ღირსებას სოფიო სომხიშვილი დაიცავს.
სოფიო ასპარეზობას C ბადეში პირველივე ეტაპიდან იწყებს, სადაც იაპონელი მეტოქე – ჰიკარუ კოდამა ეყოლება. იაპონური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი, ქართველი ფალავანი სამხრეთ კორეელ – ჰაიუნ კიმს შეხვდება.
![ტოკიოს გრანდ სლემი - ქართველი ფალავნების მეტოქეები ცნობილია | პრევიუ 6 ტოკიოს გრანდ სლემი - ქართველი ფალავნების მეტოქეები ცნობილია | პრევიუ 6](https://www.live.ge/wp-content/uploads/2022/12/sophio.png)
3 დეკემბრის საშეჯიბრო დღის განრიგი: დასაწყისი 04:30 საათი – ფინალური ბლოკი 10:30 საათი.
4 დეკემბერი: წინასწარი შეხვედრები 06:00 საათი – ფინალური ბლოკი 12:30 საათი.