ფიჯი უმწვრთნელოდ დარჩა – კოტერმა ნაკრები დატოვა

ფიჯის რაგბის კავშირის თავმჯდომარემ – ჰამფრი ტავაკემ, ხუთშაბათს სუვაში ნაჩქარევად მოწყობილ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ფიჯის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა – ვერნ კოტერმა, ფიჯის ნაკრები დატოვა.

ტავაკემ განაცხადა, რომ კოტერმა მთავარი მწვრღნელის პოსტი პირადი მიზეზების გამო დატოვა, მაგრამ სხვა დეტალები არ უთქვამს.

კოტერმა განცხადებაში მისი მოულოდნელი წასვლის გამო სინანული გამოხატა.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო იმ მორაგბეებსა და მწვრთნელებს, რომლებთანაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვმუშაობდი.

ვგრძნობ, რომ გუნდმა მნიშვნელოვანი გაუმჯობესება განიცადა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

მე მჯერა, რომ ჩვენ შევქმენით შესანიშნავი კულტურა. ბევრი კარგი ადამიანი მუშაობდა და ტკბებოდა ერთმანეთთან ურთიერთობით და იმედგაცრუებული ვარ ამ დროს ნაკრებიდან წასვლით”. – ვერნ კოტერი.

კოტერი სამი წლის განმავლობაში წვრთნიდა ფიჯის ნაკრებს, მანამდე კი შოტლანდიის მთავარი მწვრთნელი იყო, რომელმაც შოტლანდია 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალამდე მიიყვანა.

ფიჯი მე-3 გუნდია ავსტრალიისა და უელსის შემდეგ, რომელმაც ჩვენს ჯგუფში მსოფლიოს დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე მთავარი მწვრთნელი შეიცვალა.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრები, ჯგუფში: უელსის, ფიჯის, ავსტრალიისა და პორტუგალიის ნაკრებთან ერთად იასპარეზებს.

ფიჯი უმწვრთნელოდ დარჩა – კოტერმა ნაკრები დატოვა

| რაგბი |
სტატიის ავტორი
-